თეგი: ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში რუსეთს მკაცრი შედეგები ემუქრება

"უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში რუსეთს მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური ემუქრება", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა მოამზადა სანქციების "მყარი" და "ყოვლისმომცველი" პაკეტი მოსკოვისთვის, იმ შემთხვევისთვის, თუ ყველაზე უარესი სცენარი განხორციელდება. ”არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა დიპლომატიაზე, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას რუსეთისთვის მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური მოჰყვება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში.

ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, აღიაროს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების “დამოუკიდებლობა“, საგანგებო განცხადებით აფასებენ. შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი უმკაცრესად გმობენ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება. ეს ნაბიჯი არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა. გაერთიანება სანქციებით მოახდენს რეაგირებს ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების მიმართ. კავშირი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იენს სტოლტენბერგის საგანგებო განცხადება პუტინის მიმართვის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირს უკრაინის წევრობა სურს

უკრაინა ეკუთვნის ევროკავშირს და ბლოკს სურს, რომ ქვეყანა შეუერთდეს მას, განაცხადა კვირას ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Euronews-თან ინტერვიუში. მანამდე, ევროკავშირმა საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება ისტორიაში პირველად მიიღო. ჩვენ უკრაინასთან პროცესი გვაქვს, მაგალითად, უკრაინის ბაზრის ერთიან ბაზარში ინტეგრაცია. ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში. ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც ძალიან ვმუშაობთ და მართლად, დროთა განმავლობაში, მათი ადგილი ჩვენთანაა. უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია და გვინდა, რომ ევროკავშირში იყოს -ურსულა ფონ დერ ლაიენი 27 თებერვალს,უკრაინნის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში უკრაინის წევრობის საკითხიც განიხილა. „სატელეფონო საუბარი მქონდა ურზულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ევროკავშირს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ახალი სპეცპროცედურის მიხედვით სთხოვს. ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებელ მიერთებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურით. ჩვენი მიზანი ევროპელებთან ერთად და რაც მთავარია, თანასწორად ყოფნაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი: სასწორზეა ევროპის მომავალი. პირდაპირი ევროპარლამენტიდან

„ევროპისთვის სიმართლის მომენტია“ და კონტინენტის მომავალი სასწორზეა, განაცხადა სამშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში საგანგებო სხდომაზე. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, როგორც უკრაინის კრიზისზე ევროკავშირის პასუხის ნაწილი, ბრიუსელი გამოყოფს 500 მილიონ ევროს დამატებით დაფინანსებას ომის „ჰუმანიტარული შედეგების“ დაძლევაში.  ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ბედი სასწორზე დევს, მაგრამ ევროპის მომავალიც საფრთხეშია.  

ევროკომისიის პრეზიდენტი ზურაბიშვილთან შეხვედრაზე: ევროკავშირი ამ რთულ დროს საქართველოს გვერდით დგას

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ რთულ დროს დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და მედეგობას. ევროკავშირი მზადაა, საქართველოს თანამშრომლობა გააძლიეროს. „საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე კრიზისის განსახილველად შევხვდი. ევროკავშირი ამ რთულ დროს დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და მედეგობას. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ თანამშრომლობა, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა

ევროკავშირი სანქციების შავ სიაში რუსი ოლიგარქებისა და დეპუტატების დამატებას დაეთანხმა. საერთაშორისო მედიის ცნობით, კრიპტოაქტივები და საზღვაო სექტორი სანქციების სამიზნეა. ევროკავშირი ასევე დაეთანხმა SWIFT-დან სამი ბელორუსული ბანკის გარიცხვას. „ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.  უფრო კონრეტულად, სანქცირებულთა სიაშია პუტინთან დაახლოებული 14 რუსი ოლიგარქი და რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის 146 წევრი. მათი ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, როდესაც სანქციები ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნდება. ევროკავშირი ცდილობს, გააძლიეროს ზეწოლა კრემლზე და ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მზად არიან, დააწესონ დამატებითი სანქციები, ვიდრე რუსეთი ომს არ დაასრულებს. თუმცა ბლოკი ჯერჯერობით ვერ იზიარებს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, რუსული ნავთობის და გაზის შეწყვეტის თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ წევრი ქვეყნები არიან დამოკიდებულნი მისი აღმოსავლელი მეზობლის ენერგიაზე. 8 მარტს, ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა. ევროკავშირს სურს, რუსული გაზის შესყიდვა 2030 წლამდე შეწყვიტოს. მანამდე კი, წლის ბოლომდე, შესყიდვების ორი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად. „ჩვენ დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან. უბრალოდ, არ შეგვიძლია, ვიყოთ დამოკიდებული მომწოდებელზე, რომელიც პირდაპირ გვემუქრება“ , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. წარმოდგენილ გეგმას ხუთშაბათს, საფრანგეთში საგანგებო სამიტზე განიხილავენ. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტს ამზადებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტს ამზადებს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ეს სანქციები კიდევ უფრო დააშორებს რუსეთს გლობალური ეკონომიკური სისტემიდან, რაც კიდევ უფრო ზრდის პუტინის მიერ უკრაინის ხელში ჩაგდების ფასს. სანქციების მეოთხე პაკეტით, რუსეთის ფედერაციიდან მეტალურგიულ სექტორში ძირითადი პროდუქტების იმპორტი აიკრძალება. „რუსეთი ვერ შეძლებს ფინანსური ინსტიტუტებისგან ( საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი) დაფინანსების, სესხების ან სხვა სარგებლის მიღებას“. უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-16 დღეს, ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული. ბელორუსის არაერთი ინსტიტუტი ასევე მოხვდა ევროკავშირის შავ სიაში. ბოლოს, ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა. მათ შორის, შავ სიაში არიან OAO TMK-ის მფლობელი, დიმიტრი პამპიანსკი და სახელმწიფო ავიაკომპანია Aeroflot-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიხაილ პოლუბოარინოვი. ევროკავშირის „შავ სიაში“ მოხვედრილი შვიდი რუსი ოლიგარქის საერთო პირადი კაპიტალი, დაახლოებით, $20 მილიარდს შეადგენს. 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ სანქცირებული ოლიგარქების სიას გააფართოებს. გარდა ამისა, აშშ აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს. ასევე შეერთებულმა შტატებმა კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა რომან აბრამოვიჩს, ოლეგ დერიპასკას, კიდევ რამდენიმე ცნობილ რუს ბიზნესმენსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების ხელმძღვანელებს. სანქცირებულთა სიაში არიან Rosneft-ის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, „გაზპრომის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი მილერი, Transneft-ის პრეზიდენტი ნიკოლაი ტოკარევი, ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი და ბანკ „როსიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ლებედევი. სანქცირებულებს აეკრძალათ დიდ ბრიტანეთში შესვლა, მათი აქტივები კი, გაიყინა. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე 9 მარტს გამოაცხადა. ამასთან, დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს. ამავე თემაზე დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი მილიარდერის სტატუსს კარგავს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 10 მარტი აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს

ურსულა ფონ დერ ლაიენი: პუტინის ომი დღითიდღე უფრო სასტიკი ხდება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. „პუტინის ომი დღითიდღე უფრო სასტიკი ხდება. ახლახან ვაცნობე პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის შესახებ. ევროკავშირი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. მათ მხარს ვუჭერთ 1.2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტითა და 500 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარებით“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ უკრაინა ევროკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ითხოვს  

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გავიდა დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი ვეღარ შეძლებს ევროპის შანტაჟს თავისი ენერგორესურსებით. მისივე თქმით, რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიებს არ მიეცემათ უფლება მოითხოვონ გადახდა რუბლებში, რადგან ეს იქნება სანქციების რეჟიმის ფაქტობრივი დარღვევა. „ასეთი გადაწყვეტილება იქნება ცალმხრივი, რაც არის შეთანხმების პირობების დარღვევა. ეს არის სანქციების გვერდის ავლის რეალური მცდელობა. ჩვენ არ დაგვიწესებია სანქციები, რათა მათი გვერდის ავლა სცადონ. გავიდა ის დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ და ლატვიის გაზის გამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელმა აიგარს კალვიტისმა განაცხადეს, რომ რუსეთის მოთხოვნა რუბლებში გადახდის შესახებ არის ხელშეკრულებების დარღვევა. კალვიტისმა პირდაპირ განაცხადა, რომ ლატვია არ გადაუხდის გაზპრომს რუბლებში. "რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. უცხოური მედია ავრცელებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს გაზის მიწოდებას კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობებისა და ფასების შესაბამისად, თუმცა დასავლეთის ქვეყნებს ანაზღაურება რუსულ ეროვნულ ვალუტაში მოუწევთ. ასევე წაიკითხეთ  ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ  აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს  Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს  ესპანეთს ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია - Euractiv

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჟოზეფ ბორელი კიევში ჩავლენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი კიევში ჩავლენ და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. ამის შესახებ Twitter-ზე ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი ერიკ მამერი წერს. მისივე თქმით, ვიზიტი მიმდინარე კვირაში შედგება. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

ევროკომისიის პრეზიდენტი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, უკრაინას იარაღი რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ უკრაინას მეტი იარაღი. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად, თუმცა საომარი მოქმედებები შეიძლება „ყველაზე უარეს შემთხვევაში, თვეები ან წლებიც კი გაგრძელდეს". „ყველა წევრმა სახელმწიფომ, ვისაც უკრაინისთვის იარაღის სწრაფად მიწოდება შეუძლია, ეს უნდა გააკეთოს, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება, გადარჩეს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ მწვავე თავდაცვით ბრძოლაში“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი Bild am Sonntag-თან ინტერვიუში. მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ გადადონ გადაწყვეტილებების მიღება იარაღის ტიპს შორის სხვაობის გამო. „მე არ განვასხვავებ მძიმე და მსუბუქ იარაღს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად და რისი გაკეთებაც შესაძლებელია. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა 14 აპრილს გაიმეორა მოწოდება უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებ და განაცხადა, რომ ისინი არ იღებენ მარაგს საკმარისად სწრაფად, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის თავდასხმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

ევროკომისიის პრეზიდენტი რუსულ ნავთობემბარგოზე: ეს საკითხი მომდევნო 48 საათში ვერ გადაიჭრება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი ჯერ არ არის სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმების ეტაპზე, მათ შორის არც რუსული ნავთობის იმპორტის პოტენციური აკრძალვის მიმართულებით. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შესაძლოა, დღესვე დაამტკიცოს - იერმაკი „ეს არასოდეს ყოფილა ადვილი. იგივეა ახლა მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით", - განუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სამიტის წინ. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას მიმართ სამართლიანები ვიყოთ, საკითხის გადაწყვეტამდე ჯერ ვერ მივედით. ჩემი მოლოდინი დაბალია იმის შესახებ, რომ ეს მოგვარდება მომდევნო 48 საათში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ იქნება შესაძლებლობა", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.  ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე ვერ შეთანხმდა, თუმცა კონსენსუსის მიღწევას კვლავ შეეცდება - Reuters ევროკავშირი სანქციების შემოღებისთვის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობას მოითხოვს. უნგრეთი, რომელიც დიდწილად ეყრდნობა რუსულ ნავთობს, იმპორტის აკრძალვის მთავარი მოწინააღმდეგეა.  

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პასუხი მომავალ კვირას გახდება ცნობილი

უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა წარმოუდგენელი სიძლიერე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ გადალახავთ ამ საშინელ ომს, თქვენ და ჩვენ ავაშენებთ ამ მშვენიერ ქვეყანას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა Bloomberg: ევროკომისია უკრაინისთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს გასცემს როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, უკრაინაში ახლა ომია და უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. „თქვენი ფოკუსი და ჩვენი დახმარება ორიენტირებულია ამ საშინელი ომის დაძლევისკენ. გვსურს, წინ გავიხედოთ, რა უნდა გაკეთდეს. მაგალითად, თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს რეფორმები, რომლებიც უნდა შესრულდეს, მაგალითად კორუფციის დასაძლევად. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ. როგორც იცით, კომისია ახლა ამზადებს რეკომენდაციას, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენ ამ შეფასებაზე დღე და ღამე ვმუშაობდით. წინა ჩამოსვლის დროს დაგპირდით, რომ ამაზე დაუღალავად ვიმუშავებდით, ასე რომ, დღეს გამართული დისკუსიები საშუალებას მოგვცემს, დავასრულოთ შეფასების ნაწილი მომდევნო კვირის ბოლოსთვის. გზა ცნობილია, ეს გზა დამსახურებაზეა დაფუძნებული. უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა წარმოუდგენელი სიძლიერე. ასე რომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, თქვენ გადალახავთ ამ საშინელ ომს. თქვენ და ჩვენ ავაშენებთ ამ მშვენიერ ქვეყანას“, – განაცხადა ურსულა ფონ დენ ლაიენმა. კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.   

ურსულა ფონ დერ ლაიენი: იმედია, 20 წლის შემდეგ, ამ მოვლენების გახსენებისას, ვიტყვით, რომ სწორად მოვიქეცით

„ევროკავშირი ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა, იმედი მაქვს, რომ 20 წელის შემდეგ, როდესაც ამ მოვლენებს გავიხსენებთ, ვიტყვით, რომ სწორად მოვიქეცით“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა Bloomberg: ევროკომისია უკრაინისთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს გასცემს ურსულა ფონ დერ ლაიენის აზრით, მთავარი გამოწვევა ევროკავშირის 23-24 ივნისის სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის მიღწევა იქნება, რაც, ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვებით, "ამ ისტორიული გადაწყვეტილების მასშტაბებს ასახავს".  ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ ბევრს მიაღწია ბოლო წლებში, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პასუხი მომავალ კვირას გახდება ცნობილი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.   

ევროკომისიის ხელმძღვანელი, ისრაელთან ეგვიპტის გავლით ევროპისთვის თხევადი გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელის ხელისუფლებასთან ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს. ევროკომისიის ხელმძღვანელი ამ საკითხზე ისრაელის ენერგეტიკის მინისტრ კარინ ელჰარარს შეხვდა. ინფორმაციას ენერგეტიკის მინისტრი Twitter-ზე ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხზე სამუშაო ჯგუფების ფორმირება მარტში დასრულდა. ისრაელის მედიის ცნობით, ევროკავშირი სამმხრივი ენერგოხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, რომლის თანახმადაც ისრაელიდან თხევადი გაზი ეგვიპტის გავლით ევროპას მიეწოდება. ცნობილია, რომ ისრაელი თხევადი აირის მოპოვებას ახალი საბადოების ხარჯზე 40 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელსა და პალესტინაში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ევროკომისიის ხელმძღვანელი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ იარომ ლაპიდომს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ისრაელისა და პალესტინის პრემიერ-მინისტრებთან. შემდეგ ურსულა ფინ დერ ლაიენი კაიროში გაემგზავრება.  

სტოლტენბერგი: NATO და ევროკავშირი უკრაინელების გვერდით დგანან

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ევროკომისიის პრეზიდენტს მასპინძლობს. სტოლტენბერგმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. „დიდი პატივია, NATO-ს სამიტამდე ვმასპინძლობდე ევროკომისიის პრეზიდენტს. NATO და ევროკავშირი უკრაინელების გვერდით დგანან, როცა ისინი აგრძელებენ თავის დაცვას რუსეთის სასტიკი ომისგან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ახლო პარტნიორის, უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნულია სტოლტენბერგის Twitter პოსტში. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლმცა 19 ივნისს განაცხადა, რომ „დიდი შვიდეული“ მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ ეს საჭირო იქნება. ამასთან, ამერიკის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს უკრაინას დასჭირდება. NATO-ს გენერალური მდივანმა ასევე 19 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს. სტოლტენბერგის შეფასებით, უკრაინისთვის  უახლესი იარაღის მიწოდება დონბასის რეგიონის რუსეთის კონტროლისგან გათავისუფლების შანსს გაზრდის. ამასთან, ალიანსის გენმდივნის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის უნდა მოემზადონ. მოსალოდნელია, რომ ამ თვის ბოლოს, მადრიდში, NATO-ს სამიტზე, უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმდებიან, რომელიც ქვეყანას საბჭოთა პერიოდის ძველი იარაღიდან NATO-ს სტანდარტზე გადასვლას უზრუნველყოფს.  

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპის კარი ფართოდაა გაღებული. ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს

რაც უფრო მალე შეიკვრებით, მით უფრო მალე იქნება წინსვლა. შესაბამისად, ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს განაცხადებთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა წარმოადგინა. ევროკომისიის რეკომენდაცია: უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პირობებით, საქართველოს კი, პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა დროში მიიღებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ასე უპასუხა: „უშველებელი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის, რომ მას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. კარები არის ფართოდ გახსნილი, საქართველოზეა დამოკიდებულები გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ გაერთიანდეს მთელი ქვეყანა პოლიტიკურ მხარეს და მკაფიოდ აჩვენოს, რომ აქტიურობა სურთ. ეს განსაზღვრავს ვადებსაც, თქვენ დამოკიდებული - რაც უფრო მალე შეიკვრებით, მით უფრო მალე იქნება წინსვლა. შესაბამისად, ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს“ - განაცხადა ფონ დერ ლაინმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპაში, სახლში გათბობის ან კონდიციონერის ტემპერატურას თუ 2 გრადუსით შევამცირებთ, „ჩრდილოეთის ნაკადით“ რუსული გაზის მიწოდებას სრულად ჩავანაცვლებთ

ევროპაში, სახლში გათბობის ან კონდიციონერის ტემპერატურას თუ 2 გრადუსით შევამცირებთ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენით რუსული გაზის მიწოდებას მთლიანად ჩავანაცვლებთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა მისი თქმით, ენერგოეფექტურობა და ენერგიის დაზოგვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს და 2022 წლის პირველ მეოთხედში ევროკავშირმა რუსეთის გაზის მიწოდება 30%-ით შეამცირა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეფექტურია. „ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ნაკლოვანებების დანახვა. ამ საკითხებზე ვმსჯელობთ ერთმანეთთან და პარტნიორებთან. ვფიქრობ, ეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება „დიდი შვიდეულის“ სამიტზეც“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი: საჭიროა პოლიტიკური ერთიანობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და რეფორმები

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა - ახლა საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით, შემდეგი ნაბიჯები კი, უკვე მიღწევადია. „საქართველოსთვის ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, ჩემი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის გახლავთ უზარმაზარი სურვილის ხაზგასმა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ეს არის ძალიან ძლიერი სტიმული ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საქართველომ მიიღო პერსპექტივა, ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.   პირველად არის მიღწეული ეს ეტაპი. თქვენ ძლიერი ეკონომიკა გაქვთ, ძალიან დიდი იყო პოლიტიკური პროგრესი. ამჟამად საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია: პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით. შემდეგი ნაბიჯები უკვე მიღწევადია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ძალიან კარგი დღეა ევროპისთვის. სამივე ქვეყანა ჩვენი ევროპული ოჯახის წევრია

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საშინაო დავალება უნდა შეასრულონ ქვეყნებმა. ლაიენი დარწმუნებულია, რომ ქვეყნები რაც შეიძლება სწრაფად გააკეთებენ ამას, ძალიან აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რომ განახორციელონ საჭირო რეფორმები. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის აგრესიის ფონზე, აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. „ეს არის განმსაზღვრელი მომენტი და ძალიან კარგი დღე ევროპისთვის. მე თბილ მილოცვას ვუგზავნი პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს. სამივე ქვეყანა გახლავთ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი, არასდროს არ ყოფილა ამის ეჭვი და დღეს ამას ადასტურებს ლიდერების ისტორიული გადაწყვეტილება, ის აძლევს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და გზას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ამაზე უკეთესი ნიშანი ენთუზიაზმისა უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მოსახლეობისთვის ამ რთულ დროს. რა თქმა უნდა, საშინაო დავალება უნდა შეასრულონ ქვეყნებმა გაწევრიანების გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთებენ ამას, ძალიან აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რომ შეასრულონ საჭირო რეფორმები. არა იმიტომ, რომ მათ ეს მოეთხოვებათ ევროპასთან მიერთების გზაზე წინ სიარული, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს რეფორმები არის ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის იმიტომ, რომ ის აძლიერებს კონკურენტუნარიანობას სამივე ქვეყანას შორის და საბოლოოდ, ეს არის ძალიან კარგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ეს გადაწყვეტილება გვაძლიერებს ყველას, აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსეთის აგრესიის ფონზე და აძლიერებს ევროკავშირს, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს, რომ ევროკავშირი არის გაერთიანებული და ძლიერი გარე საფრთხის პირისპირ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა. შგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპა ვერ დაისვენებს, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპა უკრაინის გვერდით დადგება, სანამ ეს საჭირო იქნება და არ მოისვენებს, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს. ლაიენის თქმით, უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა სულ რაღაც ხუთი თვის წინ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის შესახებ პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი „სულ რამდენიმე დღის წინ, კონსტიტუციის დღეს, პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენ თქვით, რომ თქვენი გამარჯვება შორს არ არის. რა თქმა უნდა, პუტინის არმია ისევ კლავს თქვენს და-ძმებს. ისინი აგრძელებენ თქვენი მიწის ოკუპაციას, იპარავენ მარცვლეულს და ბომბავენ ქალაქებს. თქვენ მამაცურად იბრძვით. ევროპა დაუდგება უკრაინას გვერდით, სანამ მას ეს დასჭირდება. ჩვენ ვერ დავისვენებთ, სანამ თქვენ არ გაიმარჯვებთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პარლამენტისადმი მიმართვისას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინის აღდგენა რეფორმების ახალი ტალღის პარალელურად უნდა მოხდეს

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა მობილიზებულია უკრაინის აღდგენის მცდელობების მხარდასაჭერად, მაგრამ აუცილებელია ქვეყნის რეკონსტრუქცია რეფორმების ახალი ტალღასთან იყოს შერწყმული. ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპა ვერ დაისვენებს, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს „თქვენი ევროპული გზა და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი ერთდროულად წარიმართება. უკრაინა ლიდერი იქნება. მიიღებს დიდ ინვესტიციებს, მაგრამ მათი გავლენის მაქსიმალურად გასაზრდელად და ბიზნესის ნდობის გასაძლიერებლად, ინვესტიციები რეფორმების ახალ ტალღასთან ერთად უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

რუსეთის მიერ უკრაინის განადგურებას ვერ დავუშვებთ - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კრემლის მიზანი უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური განადგურებაა. მისი თქმით, რუსეთს სურს, უკრაინას, როგორც სახელმწიფოს  ძირი გამოუთხაროს და ამის დაშვება არ შეიძლება. ევროკავშირი შექმნის პლატფორმას უკრაინის აღდგენის კოორდინირებისთვის ომის დასრულების შემდეგ, აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვეიცარიაში, კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის აღდგენას ეძღვნება.  „ევროკავშირმა მოახდინა დაახლოებით 6,2 მილიარდი ევროს (5,3 მილიარდი ფუნტი) ფინანსური მხარდაჭერის მობილიზება რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ“, - დაამატა ლაიენმა. „და... უფრო მეტი დახმარება იქნება. ჩვენ არსებითად ჩავერთვებით შუალედურ და გრძელვადიან რეკონსტრუქციაში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, უკრაინა ქვეყნის აღდგენის ხედვას შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზე 4 ივლისს წარადგენს. უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შვეიცარის ქალაქ ლუგანოში 3 ივლისს ჩავიდა, რათა ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად განიხილოს უკრაინის „მარშალის გეგმა“.  ცნობილია, რომ უკრაინის აღდგენის გეგმაში ევროპელი პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან. „ჩვენ ვეყრდნობით რეგიონულ მიდგომას, რომელიც მოიცავს ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მეურვეობას კონკრეტულ რეგიონში, ან ინდუსტრიაში. დანიამ უკვე აიღო მეურვეობა მიკოლაივის რეგიონის აღდგენის შესახებ. ბალტიის სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ჟიტომირის რეგიონის აღდგენას. პორტუგალია აღადგენს უკრაინულ სკოლებს. დეოკუპაციის შემდეგ, ევროკავშირი უკრაინას მარიუპოლის აღდგენაში დაეხმარება, რეკონსტრუქციის გეგმა შემუშავებულია მსოფლიო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის $4,8 მილიარდს გამოყოფს უკრაინაში ყველამ იცის, რომ დიდი ბრიტანეთი, როგორც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაგვპირდა, მონაწილეობას მიიღებს კიევისა და კიევის რეგიონის აღდგენასა და განვითარებაში“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანულ-უკრაინულ სამიტზე ონლაინ გამოსვლის დროს, 16 ივნისს.  „სინამდვილეში, ეს ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია ევროპაში და საგანგებო შესაძლებლობები ყველა სახელმწიფოსთვის, ყველა კომპანიისთვის, რომლებსაც ჩვენ უკრაინაში სამუშაოდ მოვიწვევთ, რათა აჩვენონ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ჩვენი ძალებით დავიწყეთ ნორმალური ცხოვრების აღდგენა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ასეთი მასშტაბური პროექტის რეალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების ახალი სტანდარტებისა და ცხოვრების ახალი ხარისხის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო შესაძლებლობების მოზიდვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს და სთხოვს, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იყოს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის. „როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. სამწუხაროდ, აღნიშნული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რასთან დაკავშირებითაც მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს, აგრეთვე მის მიერ ხელისუფლებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“. რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია? - ევროკავშირის ელჩის პასუხი რეზოლუციაში, ასევე, გამოთქმულია შეშფოთება „კრემლთან ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირების გამო, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს“. გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, “განიხილონ ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა“. ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა. გასაგებ მიზეზთა გამო, ამ წერილში არ შევჩერდები ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ წვლილზე 2012 წელს საქართველოში არადემოკრატიული მმართველობის დასრულებასა და 2012 წლიდან ქვეყნის ფუნდამენტური დემოკრატიული წინსვლის უზრუნველყოფაში. ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებაზე არაფორმალური მმართველობის შესახებ, რომელიც პირადად ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის. გარდა ამისა, რეზოლუციის ჩანაწერები გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ საქართველოში პოლარიზაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და შესაბამისად, ჩემი ქვეყნისთვის ამ თვალსაზრისითაც პრობლემურია. ასევე, რეზოლუცია პირდაპირ იყო გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს. მოხარული ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტის ყოვლად უსაფუძვლო მოწოდება არ გაიზიარეს და პირადად თქვენ ამისათვის მადლობას გიხდით. თუმცა, ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული. ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს და ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციის გაღვივებისთვის არ გამოიყენოს. გარდა ამისა, შეფასების დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა კომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით შედგენილი შეფასების დოკუმენტების ანალოგიურად, ნახსენებია სიტყვა დეოლიგარქიზაცია. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ევროპარლამენტში მათი ლობისტები ამ ჩანაწერს აქტიურად იყენებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპულმა კომისიამ დეოლიგარქიზაციის დათქმა დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო შეიტანა. როგორც უკვე აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე არავითარ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ ფლობს და ოლიგარქად ვერავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიტერიუმით ვერ შეფასდება. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოში არის კრიმინალური წარსულის მქონე რამდენიმე ფინანსურად შეძლებული პირი, რომელიც პოლიტიკასა და მედიაზე აქტიური გავლენით სარგებლობს და ამ გავლენას ოპოზიციის რადიკალური ფრთის სასარგებლოდ იყენებს. მე თქვენ ვერ მოგთხოვთ ამ პირების ოლიგარქებად გამოცხადებას. თუმცა, იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იყოს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამ შემთხვევაშიც, ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ქართულ საზოგადოებაში შევინარჩუნოთ მაღალი ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ და ხელი შეეწყოს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას საქართველოში. დანართის სახით, გიგზავნით ჩემს მიერ რამდენიმე დღის წინ საქართველოში გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც დეტალურად განვმარტე ძირითადი ღირებულებები და პრინციპები, რომლებსაც ჩემს ქვეყანაში მმართველობის სისტემა ეფუძნება. ვფიქრობ, აღნიშნული წერილი ცხად წარმოდგენას შეგიქმნით იმის შესახებ, თუ რატომ ებრძვის რადიკალური ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან მისი სრული დისტანცირების შემდეგაც“, - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.

ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ

ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გეგმა, რომელიც ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პაკეტი მიზნად ისახავს, ყველა წევრმა სახელმწიფომ შეამციროს გაზზე მოთხოვნა 15%-ით, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ ვადა, აჩვენონ თუ როგორ შეძლებენ ამ მიზნის მიღწევას. ევროკომისია საუბრობს ზომებზე, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საჭირო შემცირების დაკმაყოფილებაში დაეხმარება, მათ შორის ასეთი გზაა, ფოკუსირება გაზის სხვა საწვავებით ჩანაცვლებასა და მთლიანი ენერგიის დაზოგვაზე ყველა სექტორში“. კომისიამ ასევე მოუწოდა წევრ ქვეყნებს, წამოიწყონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები. ირანში ვიზიტისას პუტინმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდება - Deutsche Welle როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რუსული გაზის სრული გათიშვა „სავარაუდო სცენარი“ იყო.  „რუსეთი გვაშანტაჟებს. რუსეთი ენერგიას იარაღად იყენებს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა. „დღეს ახალ თავს ვხსნით აზერბაიჯანთან ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით, რომელიც საკვანძო პარტნიორია ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსულ წიაღისეულ საწვავს”, - ეს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაა, რომელიც 18 ივლისს, აზერბაიჯანში ვიზიტისას, პრეზიდენტ ალიევთან ერთად ისტორიული მემორანდუმის გაფორმებას მოჰყვა. აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება. ევროკავშირი, რომელიც უკრაინაში კრემლის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსულ რესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს, აზერბაიჯანი აირჩია ერთ-ერთ ალტერნატივად.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინის დასახმარებლად €1.59 მილიონი დაამტკიცა

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), უკრაინის დასახმარებლად €1,59 მილიონიანი დაფინანსება დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე წერს.„ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერით, უკრაინისთვის 1,59 მილიარდი ევროს დაფინანსება დაამტკიცა. თანხა ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სერვისების განახლებას შეუწყოვს ხელს. ასევე მოხმარდება ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამებს", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ევროკომისიის პრეზიდენტი: თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს უკრაინის წინააღმდეგოს მხარდასაჭერად. „ჩვენი მისიაა ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენა უნდა იყოს -  ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული მშვიდობის. სწორედ ამიტომ ვართ უკრაინის გვერდით კრემლის აგრესიის დაწყებიდან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის წინააღმდეგობის მხარდასაჭერად. იმიტომ, რომ მეგობრებო, თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება. მაგრამ თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება. ასე რომ, დღეს მშვიდობისთვის დგომა ნიშნავს უკრაინელ ხალხთან დგომას. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი დემოკრატიისთვის, თვითგამორკვევისთვის, ადამიანის ღირსების პატივისცემისთვის. უკრაინელები იბრძვიან მათი გადარჩენისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.  

ევროკომისიის ხელმძღვანელმა დაასახელა სამი ნაბიჯი, რომლითაც რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შემცირდება

ევროპა იღებს ზომებს, იმისთვის, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს და სანდო მომწოდებლებზე გადავიდეს, როგორიცაა აშშ, ნორვეგია, აზერბაიჯანი, ალჟირი და სხვები. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.  ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ პიკის საათებში ენერგორესურსების მოხმარება შეამცირონ „ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ რუსეთიდან სხვა სანდო მომწოდებლებზე გადავიდეთ, როგორიცაა, მაგალითად, შეერთებული შტატები ან ნორვეგია, აზერბაიჯანი, ალჟირი და სხვები. სინამდვილეში, დღეს ნორვეგია ევროკავშირს უფრო მეტ გაზს აწვდის, ვიდრე რუსეთი", - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.  ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთი არასანდო მიმწოდებელია და აქტიურად მანიპულირებს გაზის ბაზარზე. მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მათ შეძლეს და მნიშვნელოვნად შეასუსტეს რუსეთის გავლენა ეკონომიკაზე და კონტინენტზე. ამ კუთხით გადაიდგა სამი ნაბიჯი: პირველია მოთხოვნის შემცირება, მეორე - რუსული ენერგორესურსების ეტაპობრივი გაუქმება და მესამეა მასიური ინვესტიციები განახლებადი ენერგიის წყაროებში. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული ვითარება გავლენას ახდენს ელექტროენერგიის ბაზარზე. „ჩვენ ახლა ვაწყდებით ელექტროენერგიის ასტრონომიულ ფასებს შინამეურნეობებისა და კომპანიებისთვის. ამიტომ, ჩვენ შემოგთავაზებთ ხუთ სხვადასხვა დაუყოვნებლივ ზომას“. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს ხუთი ღონისძიება ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე 9 სექტემბერს განიხილება.    

ევროკომისიის პრეზიდენტი: ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის გარეშე

ევროკავშირი არ არის სრულყოფილი უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე, ამის შესახებ 27-ქვეყნის ბლოკის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ოთხშაბათს ყოველწლიურ გამოსვლაში განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია. „თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ, თქვენ ხართ ჩვენი კავშირის მომავალი. ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენ გარეშე“, - განაცხადა ლაიენმა.  

ევროკომისიის პრეზიდენტი: უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს - ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში

„ერთი გაკვეთილი, რომელიც უკრაინის ომიდან ვისწავლეთ, ისაა, რომ ჩვენ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს - ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ერთი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის, რომ ჩვენ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს. ანა პოლიტკოვსკაიასა და ყველა რუსი ჟურნალისტისთვის, რომლებმაც დანაშაულები გამოააშკარავეს და ამისთვის საფასური გადაიხადეს; ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, ასევე - ბელორუსის ოპოზიციისთვის. ევროკომისიის პრეზიდენტი: ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის გარეშე ჩვენ უნდა გვესმინა ხმებისთვის ჩვენი კავშირის შიგნით - პოლონეთში, ბალტიისპირეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.    

ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსი სამხედროები სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ

რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები არის პასუხი კრემლის აგრესიაზე უკრაინის მიმართ და ახლა დროა, განვაგრძოთ და გავზარდოთ სანქციებით ზეწოლა და არა აგრესორის დაშოშმინება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომელიც ოთხშაბათს, ევროპარლამენტში ყოველწლიური სიტყვით გამოვიდა. „ეს არის კრემლი, რომელმაც რუსეთის ეკონომიკა განადგურების გზაზე დააყენა. ეს არის პუტინისთვის დაკისრებული ფასი იმისთვის, რაც უკრაინაში ჩაიდინა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ სანქციები გაგრძელდება. ახლა დროა, ვაჩვენოთ გადამწყვეტი ზომები და არა, ვაწარმოოთ დაშოშმინების პოლიტიკა“, - განაცხადა ლაიენმა.  ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის აგრესიას ყველაზე მკაცრი სანქციებით უპასუხა. „აეროფლოტის“ თვითმფრინავები ვეღარ დაფრინავენ, რადგან სათადარიგო ნაწილები აღარ არის, რუსი სამხედროები სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ, რადგან მათ ნახევარგამტარების მარაგი ამოეწურათ. რუსეთის ინდუსტრია დაშლილია“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. პლენარულ სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაც დაესწრო.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტი იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისგან იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენი მიიღო. ლაიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ ჯილდო კიევში ვიზიტის დროს გადაეცა. „ეს დიდი პატივია. მე ვიღებ მას ევროკავშირის ყველა მოქალაქის სახელით, როგორც ჩვენი ძლიერი კავშირის სიმბოლოს", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ეს არის უკრაინის სახელმწიფო ჯილდო, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საკითხში გამოჩენილი დამსახურებისათვის გადაეცემათ. ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დედაქალაქში ხუთშაბათს, 15 სექტემბერს ჩავიდა. ეს მისი მესამე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.  

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, კიევი წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა, რომელიც კიევში იმყოფება. ამის შესახებ Ukrinform-ი უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. ლაიენმა განაცხადა, რომ ომით უკრაინას ექნება ევროპის მხარდაჭერა „რამდენ ხანსაც დასჭირდება“ და ის ეწვია კიევს ბლოკთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებების მიზნით. ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა შთამბეჭდავ პროგრესს აღწევს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. „შთამბეჭდავია იმის დანახვა, რა სისწრაფით, შეუპოვრობით, სიზუსტით პროგრესირებთ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დედაქალაქში ხუთშაბათს, 15 სექტემბერს ჩავიდა.   

ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. მთვრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას პრემიერმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ამ მიზნით, საქართველო მყისიერად შეუდგა ევროკომისიის მიერ იდენტიფიცირებული 12 პრიორიტეტის შესრულებას. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ინკლუზიური პროცესი საშუალებას აძლევს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, სრულად ჩაერთონ პრიორიტეტების შესრულებაში, რისთვისაც სამუშაო ჯგუფებია შექმნილი. საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მის გავლენას საქართველოზე, რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოზე. პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად ევროკავშირის მცდელობებს და საქართველოს მზადყოფნას, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ სფეროებში შემდგომ დაახლოებასა და ინფრასტრუქტურულ კომუნიკაციაზე ისაუბრეს. შავ ზღვაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ევროკავშირის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ევროკავშირი და საქართველო ამ მიმართულებით თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებენ. „ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდი ევროკომისიას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის. საქართველო ერთგულია ევროპული მომავლის“, - წერს პრემიერი Twitter-ზე. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია.

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით

„ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თავის Twitter გვერდზე წერს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის  ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკომისიას რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა „ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდი ევროკომისიას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის. საქართველო ერთგულია ევროპული მომავლის“,  - წერს პრემიერი.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე გვსურს, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე. რეფორმების ფარგლებში განხორციელებული ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს. ირაკლი ღარიბაშვილი: ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით ევროკომისია მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს”, - წერს Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი. ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა  

ევროკომისია უკრაინას €18 მილიარდის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს მომავალ კვირას წარუდგენს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. „ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან განვიხილე უკრაინის მაკროფინანსური დახმარება მიმდინარე წლისა და 2023 წლისთვის. ხაზი გავუსვი „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელების მნიშვნელობას მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ცნობისთვის, ევროკომისია უკრაინას 2023 წლისთვის, ყოველთვიურად, 1,5 მილიარდ ევრომდე პაკეტს შესთავაზებს. ევროკავშირი 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას განიხილავს ევროკომისიის ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ მხარდაჭერა ხელს შეუწყობს უკრაინის საჭიროებების დაფარვას 2023 წელს. გარდა ამისა, ლიდერებმა განიხილეს სანქციების გაძლიერების საკითხი, ასევე, განსახილველ თემებს შორის ირანის საკითხიც იყო. ევროკავშირი უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ყოველთვიურად გამოყოფას, რაც მთელი წლის განმავლობაში 18 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 25 ოქტომბერს განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას ყოველთვიურად, დაახლოებით, 3-5 მილიარდი დოლარი სჭირდება მიმდინარე ბიუჯეტის ხარჯების დასაფარად. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბერლინში, უკრაინის რეკონსტრუქციის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციას €350 მილიარდი დასჭირდება. 

ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვის მხარდასაჭერად 250 მილიონი ევროს დახმარების შესახებ გამოაცხადა

ევროკავშირმა მოლდოვის მხარდასაჭერად 250 მილიონი ევროს დახმარება გამოყო. შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტს ევროკომისიის პრეზიდენტმა ოფიციალური ვიზიტისას მიაწოდა. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ მოგაწვდით დამატებით: 200 მილიონი ევრო თქვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის; 50 მილიონი ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის; ჩვენ ხელს შევუწყობთ სხვა საერთაშორისო დონორების მობილიზებას. „ჩემთვის დიდი პატივია, ვმასპინძლობდე ევროკომისიის პრეზიდენტს. მადლობა კრიზისის დროს ურყევი სოლიდარობისთვის და ჩვენი დემოკრატიისა და ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. დღეს გამოცხადებული 250 მილიონი ევროს დახმარება ხელს შეუწყობს მოლდოვას, უკეთ გაუმკლავდეს ამ ზამთრის გამოწვევებს“, - წერს სანდუ Twitter-ზე. „ევროკავშირის სოლიდარობა მოლდოვის მიმართ ურყევია. დღეს ჩვენ ვზრდით ჩვენს მხარდაჭერას რუსეთის მიერ გამოწვეული მწვავე ენერგეტიკული კრიზისის პირობებში“, - წერს თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი მზადდება

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს.  რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი მისი თქმით, ევროპა ვერ დაისვენებს, სანამ უკრაინა პუტინს არ დაამარცხებს. „ჩვენ ვმუშაობთ, რათა რუსეთს დავარტყათ იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა და მის მიერ ომის წამოების უნარი ბოლომდე ჩავახშოთ. შემიძლია დღეს უკვე დავაანონსო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მეცხრე პაკეტზე", – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი 6 ოქტომბერს დაამტკიცეს.   

ევროკავშირმა უკრაინაში ომის მსხვერპლთა შესახებ ლაიენის განცხადება განმარტა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ უკრაინაში ომის მსხვერპლთა შესახებ განცხადებას, ევროკავშირი განმარტავს. ბლოკის განმარტებით, ლაიენი გულისხმობდა დაღუპულებსა და დაჭრილებს, როდესაც 100 000 უკრაინელი სამხედრო ახსენა. დაბნეულობა ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ 100 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. მთავარი სპიკერის მოადგილემ და ევროკომისიის პოლიტიკურმა კომუნიკაციების დირექტორმა, მალევე განმარტა რომ 100,000 რიცხვი გულისხმობდა უკრაინელი სამხედრო დანაკარგების უხეშ შეფასებას, მათ შორის როგორც დაღუპულებს, ასევე დაჭრილებს.  

უკრაინა-ევროკავშირის სამიტს კიევი უმასპინძლებს

უკრაინა-ევროკავშირის მომავალი სამიტი კიევში, 3 თებერვალს გაიმართება, - შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. მისივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სატელეფონო საუბრის დროს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მიერ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის განხორციელების პროგრესის შესახებ, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების კონტექსტში მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინული მხარის მზადყოფნას, უახლოეს პერიოდში დაასრულონ შესაბამისი სამუშაოები, რათა მიმდინარე წელს გაწევრიანების წინა მოლაპარაკებები დაიწყოს. „მხარეებმა 3 თებერვალს კიევში დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის შემდეგი სამიტის მოსალოდნელი შედეგები განიხილეს და მოსამზადებელი სამუშაოების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ევროკავშირი ბელორუსს ახალ სანქციებს რუსეთის მხარდაჭერის გამო დაუწესებს

ევროკავშირი ბელორუსს ახალ სანქციებს დაუწესებს. ბლოკი რუსეთზე წეზოლას განაგრძობს და ავრცელებს ზომებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთს უჭერენ მხარს, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Reuters-ის ცნობით. „ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას კრემლზე ვიდრე ეს საჭირო იქნება. ჩვენ გავავრცელებთ ამ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც სამხედროდ მხარდაჭერას უწევენ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს, როგორიცაა ბელორუსი ან ირანი“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე. შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, შეთანხმებულად მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის ფედერაციამ და ლუკაშენკოს რეჟიმმა ბელორუსში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო მძიმე ეკონომიკური და დიპლომატიური ფასი გადაიხადონ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა.  „ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ განვახორციელეთ ქმედებები, რომელთა სამიზნეა კრემლისა და ლუკაშენკოს რეჟიმის ელიტის ფინანსური ქსელები და აქტივები. 12 ოქტომბერს გამართულ ისტორიულ კენჭისყრაზე გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა რეზოლუციის მიღებით მტკიცედ აიმაღლეს ხმა ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და გაეროს ინსტიტუტის მხარდასაჭერად, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის მცდელობას“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ბელორუსი თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი ერთ დღეს აგებს პასუხს - მაიკლ კარპენტერი აშშ-მ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მოითხოვა ბელორუსისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ რუსული ჯარები ქვეყანაში სწავლების დასრულების შემდეგ, რომელშიც ისინი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ. ვაშინგტონს ჰქონდა კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის. „რა თქმა უნდა, ბელორუსის წარმომადგენლებმა აქ ეუთოში, უბრალოდ იცრუეს, არ ჰქონდათ არანაირი ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ რუსული ჯარები. მართლაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ბელორუსი გამოიყენებოდა, როგორც მოედანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის და დღემდე ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს ბელორუსის ტერიტორიიდან. ასე რომ, ბელორუსი ამ ომში თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი და რუსული ძალები ერთ დღეს აგებენ პასუხს“, - აცხადებდა ეუთოში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი. ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა დიპლომატმა უილიამ კორტნიმ Europetime-თან განაცხადა, რომ ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და შესაძლოა, უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ პუტინის ბრძანების შესრულებას დასთანხმდეს. სექტემბერში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბელორუსმა ომში თანამონაწილეობა უნდა დაასრულოს. ლუკაშენკოს ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს და 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. დასავლეთს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული.  

რა საკითხები განიხილეს ევროკომისიის პრეზიდენტმა და პრემიერმა

საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო ის ძირითადი საკითხები, რომელთა შესახებაც ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. ინფორმაციას საქართველოს მთავროვის პრესსამსახური ავრცელებს. "შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესის შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისათვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. აქვე ხაზგასმით აღინიშნა ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ასახავს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით. პრემიერმა შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია, პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და წელს მოხდება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება, რაც საქართველოსთვის დამსახურებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის პროექტის მნიშვნელობის შესახებ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მის გავლენას საქართველოზე, რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ, 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად. „კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველო- ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განმეხილა საქართველოს პერმიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად", - აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.  

პუტინს სურდა უკრაინის მთავრობის შეცვლა პრორუსული მთავრობით და ეს ვერ შეძლო უკრაინელების წინააღმდეგობის გამო - ლაიენი

პუტინს სურდა უკრაინის მთავრობის შეცვლა პრორუსული მთავრობით და ეს ვერ შეძლო უკრაინელების წინააღმდეგობის გამო. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანიაში ვიზიტისას გააკეთა. „ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ცხადია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ვერ შეძლო იმ ფუნდამენტური მიზნების შესრულება, რაც ჰქონდა ამ ომის დასაწყისში. მას სურდა უკრაინის მთავრობის შეცვლა პრორუსული მთავრობით. მან ეს ვერ შეძლო უკრაინელების წინააღმდეგობის გამო. მას სურდა, გაეტეხა უკრაინის პროევროპული დამოკიდებულება“. „სინამდვილეში მან საპირისპირო მიიღო. უკრაინა არის კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. და, როგორც უკვე ითქვა, პრეზიდენტი პუტინი ელოდა, რომ მას შეეძლო ევროკავშირის ერთიანობის დარღვევა რუსეთის წიაღისეულ საწვავზე მისი იმდროინდელი დამოკიდებულების გამოყენებით. პირიქით იყო საქმე. ევროპის დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე უკვე ისტორიაა. რვა თვის განმავლობაში რუსეთმა ევროპაში გაზის ექსპორტი 80%-ით შეამცირა. და ჩვენ ვიპოვეთ გზები, რომ ავანაზღაუროთ ეს ერთად შრომით. რა თქმა უნდა, დაგვეხმარნენ კარგი მეგობრები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ნორვეგია, დაგვეხმარნენ (LNG) თხევადი და მილსადენის გაზით. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპელებმა ასევე თავისი როლი შეასრულეს გასულ წელს ენერგიის მოხმარების 20%-ით შემცირებით. და ჩვენ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ განახლებად ენერგიებში. 2022 წელს, პირველად, ევროპამ უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა ქარის ელექტროსადგურებიდან და მზის პანელებიდან, ვიდრე გაზიდან. ამ პროცესში ჩვენ მივაღწიეთ არამხოლოდ CO2-ის ემისიების გაზრდას და სტაგნაციის თავიდან აცილებას, არამედ, რეალურად შევამცირეთ CO2-ის ემისია 2,5%-ით. მიუხედავად ამისა, ბიზნესისთვის ენერგიის ხარჯები შედარებით მაღალია მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით. ჩვენ ერთად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი კონკურენტუნარიანობა“, - განაცხადა უსრულა ფონ დერ ლაიენმა.  

ლაიენი: რუსულ ნავთობსა და გაზზე ევროპის დამოკიდებულება უკვე ისტორიაა

ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ცხადია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ვერ შეძლო იმ ფუნდამენტური მიზნების შესრულება, რაც ჰქონდა ამ ომის დასაწყისში. მას სურდა უკრაინის მთავრობის შეცვლა პრორუსული მთავრობით. მან ეს ვერ შეძლო უკრაინელების წინააღმდეგობის გამო. მას სურდა, გაეტეხა უკრაინის პროევროპული დამოკიდებულება. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანიაში ვიზიტისას გააკეთა. „სინამდვილეში მან საპირისპირო მიიღო. უკრაინა არის კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. და, როგორც უკვე ითქვა, პრეზიდენტი პუტინი ელოდა, რომ მას შეეძლო ევროკავშირის ერთიანობის დარღვევა რუსეთის წიაღისეულ საწვავზე მისი იმდროინდელი დამოკიდებულების გამოყენებით. პირიქით იყო საქმე. ევროპის დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე უკვე ისტორიაა. რვა თვის განმავლობაში რუსეთმა ევროპაში გაზის ექსპორტი 80%-ით შეამცირა. და ჩვენ ვიპოვეთ გზები, რომ ავანაზღაუროთ ეს ერთად შრომით. რა თქმა უნდა, დაგვეხმარნენ კარგი მეგობრები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ნორვეგია, დაგვეხმარნენ (LNG) თხევადი და მილსადენის გაზით. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპელებმა ასევე თავისი როლი შეასრულეს გასულ წელს ენერგიის მოხმარების 20%-ით შემცირებით. და ჩვენ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ განახლებად ენერგიებში. 2022 წელს, პირველად, ევროპამ უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა ქარის ელექტროსადგურებიდან და მზის პანელებიდან, ვიდრე გაზიდან. ამ პროცესში ჩვენ მივაღწიეთ არამხოლოდ CO2-ის ემისიების გაზრდას და სტაგნაციის თავიდან აცილებას, არამედ, რეალურად შევამცირეთ CO2-ის ემისია 2,5%-ით. მიუხედავად ამისა, ბიზნესისთვის ენერგიის ხარჯები შედარებით მაღალია მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით. ჩვენ ერთად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი კონკურენტუნარიანობა“, - განაცხადა უსრულა ფონ დერ ლაიენმა.  

უცხოური მედია: ურსულა ფონ დერ ლაიენმა შესაძლოა იენს სტოლტენბერგი შეცვალოს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შესაძლოა, NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი შეცვალოს. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Sun-ი წერს. ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, თუმცა, მედიის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე ქვეყანა მიმდინარე წლის ოქტომბერში NATO გენერალურ მდივნად ფონ დერ ლაიენის არჩევას უჭერს მხარს. ცნობისთვის, ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა წლის ბოლოს ეწურება.    

რა გზავნილებით ჩავიდა ლაიენი უკრაინაში და რას გულისხმობს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი, შეზღუდვების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას მოიცავს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „პირველ რიგში, ჩვენ ვამატებთ მეტი სახეობის საქონლის იმპორტის აკრძალვას, განსაკუთრებით, უახლესი ტექნოლოგიების ან თვითმფრინავების ნაწილებს, რომლებიც რუსეთში, მესამე ქვეყნის მეშვეობით გადააქვთ. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ევროპული საქონელი მიდის მესამე ქვეყნის დახმარებით რუსეთში, ევროკომისიამ, შესაძლოა, შესთავაზოს წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესება ამ საქონლის ექსპორტის წინააღმდეგ. მესამე ელემენტი არის ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩრდილოვანი ორგანიზაციების აკრძალვა რუსეთიდან და მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც მიზანმიმართულად არღვევენ სანქციებს. ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა შევაჩეროთ რუსეთი. ჩვენი სანქციები მუშაობს, მაგალითად, ჩვენ შევამცირეთ იმპორტი რუსეთიდან, რაც უდიდესი დარტყმაა რუსეთის შემოსავლებისთვის. კომისიამ დაამტკიცა მე-11 პაკეტი, რომელიც ფოკუსირებული იქნება სანქციების გვერდის ავლის საკითხზე. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ პარტნიორებთან, მათ შორის G7-ის ქვეყნებთან“, – განაცხადა ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის ძირითადი გზავნილები ასეთი იყო: განვიხილეთ უკრაინის პროგრესი ევროკავშირის გზაზე. პატივისცემე გამოვხატე უკრაინის ძალისხმევისამი, რომელიც რეფორმებზე სრულმასშტაბიანი ომის ფონზე მუშაობს. მუშაობა უნდა გაგრძელდეს. უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერისა და ექსპერტიზის იმედი მთელი პროცესის განმავლობაში. ვავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა პუტინის ომის მანქანა გავანადგუროთ და მისი შემოსავლების წყარო დავხუროთ. თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს. „უკრაინა ყოველდღე აჩვენებს ჩვენი თავდაცვისუნარიონაბას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყოველი ჩამოგდებული ტერორისტული რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში, იმის მტკიცებულებაა, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავამარცხოთ ეს აგრესორი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა ბრძოლაში თანაფარდობის მნიშვნელობას. „ამ კონტექსტში, დღეს ურსულა ფონ დერ  ლაიენს მადლობა გადავუხადე ევროკავშირის მზადყოფნისთვის, მიაწოდოს უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მოლაპარაკებების დროს მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ჭურვების შესყიდვისა და მიწოდების ტემპი, რადგან უკვე არსებობს ამ საბრძოლო მასალის საჭიროება ბრძოლის ველზე. გარდა ამისა, ლაიენის ვიზიტისადმი მიძღვნილ პოსტში, ზელენსკის Facebook-ზე ნათქვამია, რომ ამიერიდან, 9 მაისი ევროპის დღე იქნება ევროკავშირსა და უკრაინაში. ევროკავშირი პორტებს ჩაკეტავს გემებისთვის, რომლებსაც რუსული ნავთობი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ - Bloomberg    

ევროკომისია აფრთხილებს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაგეგმილი სანქციების პაკეტი მოიცავს ზომებს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს ეხმარებიან არსებული შეზღუდვების თავიდან აცილებაში, ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, Euronews-ი იტყობინება.  მე-11 პაკეტი ძირითადად კონცენტრირებული იქნება რუსეთის მიერ დაწესებულ ზომებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე. „ეს ძირითადად გაფრთხილებაა, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი, რომ ჩვენი სანქციით შეგვიძლია, ავკრძალოთ ამ საქონლის ტრანსპორტირება მესამე ქვეყანაში, თუ არსებობს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ხდება სანქციების გვერდის ავლით“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან არ დააკონკრეტა, თუ როგორ იმუშავებს ეს მექანიზმი, თუმცა აღნიშნა, რომ „რამდენიმე საკონტროლო პუნქტი“ შეზღუდვების აუცილებლობას ადასტურებს. რა გზავნილებით ჩავიდა ლაიენი უკრაინაში და რას გულისხმობს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი  

ლაიენი: რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, 2022 წელი, ევროკავშირის გზაზე გარდამტეხი გახდა ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის

რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, გასული წელი, ევროკავშირის გზაზე გარდამტეხი გახდა ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე, რეიკიავიკში განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი განაგრძობს თითოეულ წევრ ქვეყანაში ყოველწლიურ მონიტორინგს კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ. „ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა უდიდეს როლს თამაშობს დემოკრატიისთვის მუშაობაში. მინდა, დავადასტურო ევროკავშირის განზრახვა, რაც შეიძლება სწრაფად შეუერთდეს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას. ჩვენ გვინდა, გავაძლიეროთ ჩვენი გაერთიანების დემოკრატიული საფუძველი ისე, როგორც არასდროს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. გამოსვლის ბოლოს, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ომის ფონზე გასული წელი გახდა გარდამტეხი მრავალი ქვეყნისთვის ევროკავშირისკენ გზაზე. „რუსეთის ომის ფონზე, გასული წელი გახდა გარდამტეხი მომენტი მრავალი ქვეყნისთვის ევროკავშირისკენ გზაზე, დასავლეთ ბალკანეთისთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის. მტკიცედ ვდგავართ ერთად, შესაბამისად, ვხედავ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობას ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და თითოეულ კანდიდატ ქვეყანას შორის, რათა ევროპული დემოკრატიაზე ამბავის აღბეჭდვა გაგრძელდეს უკრაინასა და ნებისმიერგან ჩვენს კონტინენტზე“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, 16-17 მაისს, ისლანდიის დედაქალაქში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა ორდღიანი სამიტი გაიმართა. სამიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიით მიყენებული ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნა. საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს შეთანხმებას, რომლითაც, უკრაინის ზარალის რეესტრი იქმნება ევროპის საბჭოს სამიტი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან  

ევროკავშირს უკრაინასთან მიმართებით, გრძელვადიან პერსპექტივაში „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ აქვს - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკავშირს „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ აქვს უკრაინასთან მიმართებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, 21 ივნისს, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, როდესაც ქვეყნის საინვესტიციო გეგმები გამოაქვეყნა. „ეს ემსახურება უკრაინის დაოყოვნებელ საჭიროებებს. მაგრამ მოდით, მომავალზეც ვილაპარაკოთ. მე მჯერა, რომ ევროპის კავშირს საგანგებო პასუხისმგებლობა აკისრია", - განაცხადა ლაიენმა. „უკრაინელები გვეუბნებიან, რომ, როცა თავიანთ მომავალს წარმოიდგენენ, ისინი ხედავენ მათი ქალაქების თავზე მოფრიალე ევროპის დროშას. და ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი  იქნება ", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 22 ივნისს, გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით. GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი

ევროკომისიის პრეზიდენტმა და დევიდ ო’სალივანმა სანქციების აღსრულების საკითხები განიხილეს

ევროკომისიის პრეზიდენტმა და სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა, დევიდ ო’ სალივანმა სანქციების აღსრულებისა და მისთვის გვერდის ავლის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს. „ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაცია გადამწყვეტია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერს მხარს რუსეთის საომარი მანქანის დასუსტებას სანქციების გზით“, - წერს Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ დევიდ ო’ სალივანი 26-28 ივნისს საქართველოში იმყოფებოდა ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგენთან ერთად. ცნობისთვის, 2023 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-11 პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის არსებული სანქციების გაძლიერებას და მათი გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლას. დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც გასული წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.  

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპის ისტორიის ახალი თავი უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში იწერება

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი ისეთ ქვეყნებში იწერება, როგორიცაა, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ისტორია ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორიაა და ისინი ერთად ძლიერდებიან. მათ შორის არის გერმანიის და იტალიის ისტორიაც, რომლებიც ხელახლა დაიბადნენ ომის შემდეგ. ასევე დიქტატურიდან - დემოკრატიამდე ესპანეთის, პორტუგალიის და საბერძნეთის გზის ისტორია. „ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ. დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლოდავაში, საქართველოში და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში. ეს არის ევროპის დაპირება, ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლებითა და დემოკრატიით ყველასთვის,“ – განაცხადა ლაიენმა.  

ევროკომისიამ უკრაინას მაკროსაფინანსო დახმარების ფარგლებში €1.5 მილიარდი გადასცა

ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური დახმარების მორიგი 1,5 მილიარდი ევროს ტრანში გამოუყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდნტმა განაცხადა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის მცდელობას, შეაკეთოს, აღადგინოს და შეინარჩუნოს სახელმწიფო. დღეს ჩვენ უკრაინას ახალი 1.5 მილიარდი ევრო გადავუხადეთ, უფრო მეტი იქნება წელს და მის შემდეგ,“ - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. ის დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის საბერძნეთში შეხვდა, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერების არაფორმალური სამიტი იმართება. „გავაგრძელებთ ერთად მუშაობას უკრაინის მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე გასატანად და ეკონომიკური დახმარების უზრუნველსაყოფად,“ - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე.  

პრეზიდენტი: საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს. ამით სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. „პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, მადლობა სიტყვისთვის, რომელიც ხვალინდელი ევროპისთვის მკაფიო ხედვასა და გზას განსაზღვრავს. საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს. მე, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ პერსპექტივის რეალობად ქცევისადმი თავდადებულია, ძალისხმევას არ დავიშურებ. ქართველი ერი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, მის (ევროკავშირის) მომავალსაც გაიზიარებს!“ წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ბორელი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის: გაფართოებამ შეიძლება, ათი ახალი წევრის მიღება გამოიწვიოს „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია.  „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ. აღსანიშნავია, რომ ჯოზეფ ბორელი 7 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია, ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ამდენი ადამიანისთვის საქართველოში

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 13 სექტემბერს ყოველწლიურ გამოსვლაში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესახებ საუბრიისას განაცხადა, რომ უკრაინის და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია. „ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა ამდენი ადამიანისთვის საქართველოში,“ - აღნიშნა ამასთან ლაიენმა. ამავე გამოსვლაში ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უნდა მოემზადოს 30-ზე მეტ წევრამდე გასაზრდელად. ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული სამართლის უზენაესობის შეფასების ანგარიშები გაწევრიანების პროცესში მყოფ ქვეყნებზეც უნდა გავრცელდეს. მან ხაზი გაუსვა, რომ სამართლის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებები ყოველთვის ევროკავშირის საფუძველი იქნება და ამიტომ სამართლის უზენაესობის შეფასების ანგარიშები ევროკომისიის ერთ-ერთი საკვანძო პრიორიტეტია. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ბორელი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის: გაფართოებამ შეიძლება, ათი ახალი წევრის მიღება გამოიწვიოს „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია.  „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ. აღსანიშნავია, რომ ჯოზეფ ბორელი 7 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.  

Bloomberg: ევროკომისია უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციით გამოვა

ევროკომისია გეგმავს, უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ოქტომბერში გაუწიოს რეკომენდაცია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Bloomberg 22 სექტემბერს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. თუმცა, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ შეიძლება, დაჟინებით მოითხოვოს პროგრესი კონკრეტული რეფორმების მიმართულებით, კერძოდ, ანტიკორუფციული ღონისძიებების კუთხით.  წინადადება ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის ლიდერებმა, რომლებიც სავარაუდოდ, კომისიის რეკომენდაციებს დეკემბერში სამიტზე განიხილავენ. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანება ოფიციალურად, 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ომის ფონზე მოითხოვა. კანდიდატის სტატუსი გასული წლის ივნისში მიიღო. წევრობის მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად კიევმა უნდა განახორციელოს შვიდი რეფორმა, რომლებიც განსაზღვრულია ევროკომისიის მიერ. ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ სექტემბერში განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე შეასრულა „ევროკავშირის რეკომენდაციები სასამართლოსა და მედია სფეროებში და რომ რეფორმები გრძელდება. მან მოგვიანებით  ასევე განმარტა, რომ ზოგიერთი რეფორმის პროცესს, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება, რადგან ისინი ქვეყნის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას წარმოადგენს. ის მაინც თვლის, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები წელს დაიწყება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინამ დიდი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გასული წლის ივნისიდან მოყოლებული, მაგრამ „მძიმე სამუშაო“ ჯერ კიდევ წინ არის. კომისიამ განუცხადა ბლოკის წევრებს ამ კვირაში, რომ უკრაინამ უნდა მიმართოს თავისი ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის, უმცირესობათა დაცვისა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული რეფორმების მიმართულებით.  

ჯო ბაიდენი შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს ვაშინგტონში, სამიტზე უმასპინძლებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ევროკავშირის ლიდერებს შარლ მიშელს და ურსულა ფონ დერ ლაიენს 20 ოქტომბერს, ვაშინგტონში სამიტზე უმასპინძლებს. AFP-ს ცნობით, ამის შესახებ  ევროპელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა. ევროკავშირი-აშშ-ის ბოლო სამიტი ბრიუსელში, 2021 წლის ივნისში გაიმართა, თუმცა ბაიდენი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერის შეკრების სტუმარი იყო გასული წლის მარტში. მომავალი შეხვედრის მიზანი ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გაძლიერება იქნება, რათა უკეთ ებრძოლონ ისეთ კრიზისებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. ამასთან, როგორც მედია წერს, ვაშინგტონი და ბრიუსელი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ერთიანობის მძლავრ გზავნილს გააგზავნიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენმა გვითხრა, რომ პოზიტიურად აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი

ურსულა ფონ დერ ლაიენმა გვითხრა, რომ პოზიტიურად აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც პოლარიზაცია არის გაზრდილი, კანდიდატის სტატუსის საკითხია და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება ავტომატურად, დრამატულად შეამცირებს პოლარიზაციის ხარისხს. „მე მქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, რომელსაც მე მივაწოდე ინფორმაცია 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე. ქალბატონმა ურსულამ გვითხრა, რომ ისინი პოზიტიურად აფასებენ ზოგადად იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. ასევე, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან მოწოდება იყო, რომ რეფორმები გაგრძელდეს, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. მე მას ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მთელი გუნდი, ხელისუფლება არის სრულად მობილიზებული, ჩვენ ვართ ვალდებულნი და სრული თანხვედრა გვაქვს, რომ ეს პროცესი მივა ბოლომდე. მე მას ვუთხარი, რომ ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი უკვე არის შესრულებული. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაციის დაბოლოება, დასრულება, რომელთა ნაწილიც გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში, იცით თქვენ. ასევე ვუთხარი, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც პოლარიზაცია არის გაზრდილი, არის კანდიდატის სტატუსის საკითხი. მე მას ვუთხარი, რომ სტატუსის მინიჭება ავტომატურად, დრამატულად შეამცირებს, დააგდებს ამ პოლარიზაციის ხარისხს, რაშიც ევროპელი ლიდერები გვეთანხმებიან. იცით, რომ სწორედ ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია, რომელიც გადასულია საბოტაჟის რეჟიმში იმიტომ, რომ მათ არაფერი სათქმელი არა აქვთ მთავრობის საწინააღმდეგოდ არც ერთ თემაზე, არც ეკონომიკაზე, არც განვითარებაზე, არც დემოკრატიის ხარისხზე. ერთადერთი, რის გამოც ისინი მანიპულირებენ და სპეკულაციებს და დეზინფორმაციას ავრცელებენ მთელ მსოფლიოში და ევროპაში, მათ შორის, არის კანდიდატის სტატუსი, რაც თავიდან ბოლომდე ხელისუფლების გაკეთებულია. ყველა ეს რეფორმა ჩვენი შესრულებულია და ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ამ პროცესში, ისევე, როგორც არ გაუკეთებია არაფერი ქალბატონ პრეზიდენტს. მე მადლიერება მინდა გამოვხატო ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ, რომელმაც გვითხრა, რომ ის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ამ პროცესში ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს გრანადაში შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევოკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების და წლის ბოლოს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა როგორც რეგიონალურ, ისე გლობალურ კონტექსტში. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი კვლავ გრძელდება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რეკომენდაციების შესრულების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან და კვლავაც აგრძელებს აღნიშნულ თანამშრომლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და მისი ძალისხმევა 12 პრიორიტეტის განსახორციელებლად სამართლიანად იქნება აღიარებული. შესაბამისად, საქართველო წლის ბოლოს კომისიის მხრიდან სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ირაკლი ღარიბაშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენმა გვითხრა, რომ პოზიტიურად აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და რეკომენდაციები განუსაზღვრა. უფრო დეტალურად რეკომენდაციების შესახებ დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს  

ლაიენი საქართველოს მოუწოდებს, გამოიყენოს შესაძლებლობა წინსვლისთვის და განახორციელოს რეფორმები

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. „მთავარი გზავნილია, საქართველოში გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის და იყოს ძალიან მკაფიო რეფორმები, რომლებზეც შევთანხმდით. ჩვენ შევაფასეთ პროგრესი საქართველოში. ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამიტომ, მთავარი გზავნილია, გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის და იყოს ძალიან მკაფიო რეფორმები პროცესსა და პოლიტიკაში, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით,“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, გაწევრიანება არამხოლოდ თავად ქვეყნებისთვის არის უზარმაზარი სარგებლის მომტანი, ეს ევროკავშირისთვისაც სასარგებლოა. მიშელი: ქართველ ხალხს ვეტყვი - განახორციელეთ რეფორმები  

ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა ისრაელს ეწვევიან

ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა დღეს ისრაელში ჩავლენ. ინფორმაციას ევროპული კომისია ავრცელებს. ბოლო ცნობებით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმისას სულ მცირე 1 300 ადამიანი დაიღუპა. 150-მდე ადამიანი მძევლადაა აყვანილი. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ღაზაში 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  „ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა პარასკევს ისრაელს ეწვევიან, რათა გამოხატონ სოლიდარობა „ჰამასის“ ტერაქტების მსხვერპლთა მიმართ და შეხვდნენ ისრაელის ხელმძღვანელობას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

ევროკავშირი ღაზის სექტორის მიმართულებით, ეგვიპტის გავლით, ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტირანაში, ბალკანეთის სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირი ღაზის სექტორის მიმართულებით, ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის. ლაიენის თქმით, ევროკავშირი ეგვიპტის გავლით ღაზას მიმართულებით ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის. პირველი რეისები მიმდინარე კვირიდან არის მოსალოდნელი. „პალესტინელებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ. სწორედ ამიტომ… ჩვენ ვხსნით ევროკავშირის ჰუმანიტარულ საჰაერო ხიდს ღაზას მიმართულებით ეგვიპტის გავლით. პირველი ორი რეისი მიმდინარე კვირაში შედგება,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამ შაბათ-კვირას, ევროკავშირი გაზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას 75 მილიონ ევრომდე (79 მილიონი აშშ დოლარი) ღაზის სექტორში გაჭირვებული მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად. ევროკავშირის განმარტებით, „დაფინანსება გადანაწილდება ევროკავშირის მიერ შერჩეული ჰუმანიტარული პარტნიორების მეშვეობით, რომლებიც ადგილზე მოქმედებენ, შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.“  

ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთი „ჰამასს“ შეადარა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი გაფართოების საფრთხეზე ისაუბრა. ამ საკითხზე მან ჰადსონის ინსტიტუტში საჯარო ლექციის დროს ისაუბრა.  ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ როგორც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს, რუკიდან წაშალოს უკრაინა, ასევე „ჰამასს“, ირანის მხარდაჭერით სურს ისრაელის წაშლა რუკიდან. „ირანი „ჰამასს“ მფარველობს, მხოლოდ ქაოსის გაღვივება და ცეცხლზე ნავთის დასხმა სურს. რუსეთი და ჰამასი ერთმანეთს ჰგვანან," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ტერორისტები, რომლებსაც მხარს უჭერენ მათი მეგობრები თეირანში, არასოდეს შეჩერდებიან. ამდენად, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. „და ამ საშინელების წინაშე, ჩვენნაირი დემოკრატიული ქვეყნებისგან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება, რომ არსებობდეს: ჩვენ ისრაელის გვერდით ვდგავართ,“ - განაცხადა ლაიენმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.  

ლაიენი: წელს ჩვენი მუშაობა ფოკუსირებულია 90-მდე ფლაგმანურ პროექტზე, მაგალითად, გაგვყავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები შავ ზღვაში საქართველომდე და ცენტრალურ აზიამდე

“გლობალური კარიბჭე“ არის 300 მილიონი ევროს მოცულობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მწვანე ინფრასტრუქტურის დაფინანსებასა და მშენებლობას. „გლობალურ კარიბჭეს“ აქვს იმის მასშტაბი, რომ ცვლილებები განახორციელოს. ის წარმოადგენს ახალ მიდგომას დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისადმი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, „გლობალური კარიბჭის“ ფორუმის გახსნაზე განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, „გლობალური კარიბჭე“ გულისხმობს ქვეყნებისთვის უკეთესი არჩევანის მიცემას. „ჩვენ აქ ვართ, რომ ერთად წინ ვიმოძრაოთ, რადგან ბოლო წლებში ხშირად იგრძნობოდა, თითქოს მსოფლიომ უკან გადადგა ნაბიჯი. ჩვენ ვიცით, რომ 18 დღის წინ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელმა თავდასხმამ რეგიონში მეტი კონფლიქტი და ტანჯვა გამოიწვია; რუსეთს გაჩაღებული აქვს აგრესიული იმპერიალისტური ომი მისი უფრო პატარა, დემოკრატიული მეზობლის, უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვიმყოფებით კლიმატურ კრიზისში, ჯერ კიდევ აღდგენის პროცესში ვართ პანდემიის შემდეგ, რომელმაც წაგვართვა ადამიანების სიცოცხლე, დააზარალა საარსებო რესურსები და ვაჭრობა. ეს არის დიდი გამოწვევები, რომლებიც ყველას გვეხება და ჩვენს თანამშრომლობას მოითხოვს. ამ და მომავალი თაობების ბედი, როგორც არასდროს, დამოკიდებულია ჩვენი დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის ხარისხსა და რაოდენობაზე, ინვესტიციებზე ხელმისაწვდომ სუფთა ენერგეტიკაში, ციფრულ ინფრასტრუქტურაში, ინვესტიციებზე, რათა უკეთესად აღვჭურვოთ ჩვენი სამუშაო კადრები ისეთი უნარებით, რომლებიც შეესაბამება ხვალინდელი დღის სამუშაო ადგილებს. სწორედ ამიტომ, ევროპამ წარადგინა ევროპის უდიდესი საინვესტიციო პროგრამა. როგორც იცით, ჩვენ მას „გლობალურ კარიბჭეს“ ვუწოდებთ – ეს არის 300 მილიონი ევროს ოდენობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მწვანე ინფრასტრუქტურის დაფინანსებასა და მშენებლობას. „გლობალურ კარიბჭეს“ აქვს იმის მასშტაბი, რომ ცვლილებები განახორციელოს. ის წარმოადგენს ახალ მიდგომას დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისადმი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „გლობალური კარიბჭე“ გულისხმობს ქვეყნებისთვის უკეთესი არჩევანის მიცემას, რადგან მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის ინვესტიციების ვარიანტები არა მხოლოდ შეზღუდულია, არამედ ზოგჯერ დიდი საფასურიც ჯდება. ზოგჯერ ამ საფასურის გადახდა ბუნებას უწევს, ზოგჯერ – დასაქმებულებს, რომლებსაც ეზღუდებათ უფლებები, ზოგჯერ უცხოელი დასაქმებულების ჩაყვანას ითვალისწინებს, ზოგჯერ კი საფრთხე ექმნება ეროვნულ სუვერენიტეტს,“– განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპაში მკაფიო სტრატეგიული ინტერესი აქვთ, გააერთიანონ ძალები გლობალური გამოწვევების გადასალახად. „არცერთი ქვეყანა არ უნდა აღმოჩნდეს ისეთი ვითარების წინაშე, როდესაც არსებითი ინფრსტრუქტურის დაფინანსების ერთადერთი ვარიანტი მისი მომავლის გაყიდვაა. ჩვენ ევროპაში გვაქვს მკაფიო სტრატეგიული ინტერესი, გავაერთიანოთ ძალები გლობალური გამოწვევების გადასალახად. გლობალური გამოწვევები კი არის – ვირუსი, რომელმაც საზღვრები არ იცის, კლიმატურმა ცვლილებებმა საზღვრები არ იცის და იგივე ეხება ტერორიზმის შედეგებსა და ომს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი უსაფრთხოება თქვენს უსაფრთხოებაზეა დამყარებული და პირიქით. ჩვენი კონკურენტუნარიანობა იზრდება, როდესაც თქვენი ეკონომიკები იზრდება და ვითარდება. ჩვენი მედეგობა უფრო მტკიცეა, როდესაც თქვენ, ჩვენი მეგობრები ასევე უფრო მედეგები ხართ, მაშინ ჩვენ, ყველა ვიმარჯვებთ. სწორედ ამიტომ ევროპამ აირჩია, უფრო ახლოს იყოს თავის პარტნიორებთან. „გლობალური კარიბჭის“ დაარსებიდან ორი წლის თავზე ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ შედეგებს,“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაეინმა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარტნიორებთან თანამშრომლობის რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა, რომელთა შორის შავ ზღვაში საქართველოსა და ევროკავშირის დამაკავშირბელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა დაასახელა. „მხოლოდ წელს ჩვენი მუშაობა ფოკუსირებულია დაახლოებით 90 ფლაგმანურ პროექტზე. მაგალითად, ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა ჩვენს მეგობრებთან ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში, ვისაც სურს, გაერთიანდეს ვაქცინებისა და მედიკამენტების საკითხზე მუშაობისას. ბანგლადეშსა და ვიეტნამში ჩვენ დავიწყეთ პროექტები მზის, ქარისა და წყლის ენერგეტიკის სფეროში, რისი ღირებულებაც, ჯამში, ერთ მილიარდ ევროს აღემატება. ჩვენ გაგვყავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელები შავ ზღვაში საქართველომდე და ცენტრალურ აზიამდე, ჩვენ ვაკავშირებთ რკინიგზებს და ელექტროქსელებს დასავლეთ ბალკანეთში, მოლდოვასა და უკრაინაში, რათა ისინი დავაახლოოთ ჩვენს ერთიან ბაზართან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში – „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ „საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.

ლაიენი კიევში: უკრაინამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ამას მომავალ კვირას დავადასტურებთ

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში. ეს ოფიციალურად დადასტურდება ანგარიშის ფარგლებში, რომლის წარდგენასაც ევროკომისია მომავალ კვირას გეგმავს. UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უნდა ვთქვა, რომ თქვენ მიაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს. შთამბეჭდავია ამის ნახვა. ამის მოწმენი ვიქნებით მომავალ კვირას, როდესაც ევროკომისია წარადგენს თავის ანგარიშს გაფართოების შესახებ," - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ლეიენის თქმით, უკრაინამ აჩვენა წინსვლა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში, ოლიგარქიული კონტროლის შეზღუდვის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში და ბევრ სხვა სფეროში. ლაიენი დარწმუნებულია. რომ უკრაინა დარჩენილი რეფორმების დასრულებას ძალიან მალე შეძლებს: „თუ ეს მოხდება, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა შეძლებს, გააცნობიეროს თავისი ამბიციური მიზანი, გადავიდეს გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე,“ განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. უკრაინის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ელოდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.  

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტს წევრ ქვეყნებს ძალიან მალე შევთავაზებთ

ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მალე შესთავაზებენ. შესაბამისი განცხადება ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ჩვენმა სანქციებმა ძლიერ იმოქმედა რუსეთის ეკონომიკაზე. ძალიან მალე წევრ ქვეყნებს სანქციების მე-12 პაკეტს შევთავაზებთ. იქნება ახალი სიები, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვინც მონაწილეობს სამხედრო შეჭრასა და ქვეყნის ოკუპაციაში, ბავშვების სასტიკ გატაცებაში, ყალბ ამბების გავრცელებაში, და ასევე ჩართულია პროპაგანდაში,“ - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

უკრაინას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა და არა მორიგი გაყინული კონფლიქტი - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ჩართულობა, რათა მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან უკრაინის მშვიდობის ფორმულის მიმართ უფრო მეტი მხარდაჭერა უზრუნველყოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე გააკეთა. „მე ვიცი, რომ ეს რთული სამუშაოა, მაგრამ არსებითად, საბოლოო ჯამში, მთელი მსოფლიო ისარგებლებს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მისია,“ - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება გრძელვადიანი უსაფრთხოება. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს მდგრადი სამხედრო ძალა, რომელსაც შეუძლია, დაიცვას უკრაინა ახლა და შეაჩეროს რუსული აგრესია მომავალში, რათა „ისტორია არ განმეორდეს.“ ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის გარდა, აუცილებელია უკრაინის დახმარება საჰაერო თავდაცვისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაში. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ასევე მოიცავს კიბერ და კოსმოსურ შესაძლებლობებს. 2022 წლის თებერვლიდან უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებიდან 82 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება მიიღო. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

რას მოიცავს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯი - ანგარიში

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, რისთვისაც საქართველოს 9 ნაბიჯის გადადგმა მოუწევს. ეს 9 პირობა ევროკომისიის ანგარიშშია ასახული. ევროკომისია შეთანხმდა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი დათქმით, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ცხრა მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთან, არჩევნების თემა ახალი არ არის, თუმცა სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“ პირველად არის ნახსენები. უფრო კონკრეტულად დოკუმენტში ვკითხულობთ: 2022 წლის ივნისიდან მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, თორმეტი პრიორიტეტის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ, კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საბჭომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები: ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და უცხოურ ჩარევასთან ბრძოლა; ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება; პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი გადაჭრა, მათ შორის უფრო ინკლუზიური გზით; მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე; თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე; საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა; ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით; სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება; დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით; ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა. ევროკომისიის 12 პრიორიტეტიდან პირველთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციას ეხება, ევროკომისია აცხადებს, რომ უნდა იყოს თანამშრომლობა, კომპრომისების მიღწევა და ინკლუზიური კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგთან. ევროკომისიის შეფასებით, პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი გადამწყვეტი კანონები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, თუმცა, საერთო ჯამში, შეზღუდული კონსულტაციებით და ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის არასაფუძვლიანი ანალიზით. „პარლამენტის წევრთა უმეტესობამ დაასრულა პარლამენტის ბოიკოტი და რამდენიმე კანონი მიიღეს მრავალპარტიული მხარდაჭერით. რეგულარული მინისტრებისთვის შეკითხვების დასმა იმართება პარლამენტში, რომლის მიზანია დაიწყოს დისკუსია, განსაკუთრებით ევროკავშირის გზასთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. უხეში რიტორიკის გამოყენება გრძელდება ევროკავშირის მიმართ დეზინფორმაციის ინციდენტებით. უნდა მოხდეს თანამშრომლობა, კომპრომისების მიღწევა და ინკლუზიური კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგთან. ყველა მხარე და დაინტერესებული მხარე უნდა დაეყრდნოს ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროპულ მიმავალ გზაზე, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის ნების შესაბამისად,“ - აღნიშნულია ანგარიშში. რაც შეეხება რეკომენდაციას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის შეფასებით, რეგლამენტში შეტანილმა ცვლილებებმა გააძლიერა საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციები და გამოიწვია მინისტრთა მოსმენების გაზრდა. ამ ზედამხედველობის პრეროგატივების გამოყენება უნდა ამოქმედდეს მათ შორის, საპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტების შექმნისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით „ნდობის ჯგუფში“, რომელიც აკონტროლებს უსაფრთხოების სამსახურებს. პარლამენტმა დაჩქარებული წესით და მოგვიანებით პრეზიდენტის ვეტოს გაუქმებით მიიღო ცვლილებები საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაში, რამაც გამოიწვია შეშფოთება ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. 2021 წელს გამოვლენილი ფართომასშტაბიანი მოსმენების ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე და მისი ძირითადი ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. საარჩევნო კოდექსი და კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ შეიცვალა ვენეციის კომისიის და „ოდირის“ ზოგიერთ რეკომენდაციასთან და ზოგიერთი ოპოზიციური დეპუტატის მხარდაჭერით. მოგვიანებით პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურის შეცვლით და პრეზიდენტის მიერ ვეტოს უგულებელყოფით. საქართველომ ეს ცვლილებები ვენეციის კომისიას კონსულტაციისთვის გაუგზავნა 2023 წლის სექტემბერში. საქართველომ უნდა გაითვალისწინოს „ოდირისა“ და ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები გასული არჩევნებიდან, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, დაშინების შესახებ და უნდა მოაგვაროს ვენეციის კომისიის მომავალ დასკვნებში წარმოდგენილი რეკომენდაციები დროულად, მომდევნო არჩევნებამდე“, - აღნიშნულია ანგარიშში. „რაც შეეხება პოლიტიკურ კრიტერიუმებს, ზოგადად, საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური წყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს საქართველოს გარკვეული დონით მომზადებას შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის ხელშემწყობი რეფორმებისთვის. მიუხედავად ამისა, რეფორმის პროცესი უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობით, ღრმა პოლარიზაციით, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობითა და ეროვნული ინტერესების ძირითად საკითხებზე კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევებით ფერხდება. პარლამენტი ხელმძღვანელობდა ძალისხმევას კომისიის დასკვნაში გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის გადასაჭრელად და 2022 წლის ივლისში, დასკვნის გამოქვეყნებიდან მალევე, მან შექმნა სამუშაო ჯგუფები აუცილებელი რეფორმების განსახილველად. პარლამენტში არსებითი მრავალპარტიული მუშაობა შეფერხდა ოპოზიციის შეზღუდული ინკლუზიურობით (მმართველი პარტიის მიერ) კანონმდებლობის შემუშავებისას, ასევე ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებული ბოიკოტით. მიუხედავად ამისა, იყო მრავალპარტიული თანამშრომლობისა და კენჭისყრების კარგი მაგალითები, მათ შორის ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც მიღებულ იქნა 2022 წლის ნოემბერში საპარლამენტო ზედამხედველობის დონის ზომიერად გაზრდის მიზნით. „2023 წლის მეორე და მესამე კვარტალში პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი გადამწყვეტი კანონები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საერთო ჯამში, შეზღუდული კონსულტაციებით და ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის არა საფუძვლიანი ანალიზით. იმის გამო, რომ 12 პრიორიტეტზე მუშაობის უმეტესი ნაწილი პარლამენტს დარჩა, რეფორმების პროცესის დაჩქარებისა და კარგი მმართველობის გასაძლიერებლად სამთავრობო ქმედებებმა გამოიწვია შეზღუდული პროგრესი ზოგიერთ რეფორმაზე და გარკვეული პროგრესი ზოგიერთთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ვეტო დაადო რამდენიმე კანონს, რომელიც, მისი შეფასებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ეწინააღმდეგებოდა,“ - ვკითხულობთ ანგარიშში, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. „რაც შეეხება საქართველოს, აქ სრულად ვუსვამთ ხაზს, რომ არსებობს საქართველოს მოქალაქეების ხაზგასმული მისწრაფება, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად. ეს რა თქმა უნდა უფრო მკვეთრად უნდა იყო ასახული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ, რომლებიც უნდა იცავდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ასევე მთავრობამ უნდა მიაღწიოს უფრო მეტ პროგრესს 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. ახლა ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ მთავრობამ გადადგა ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯები, მაგალითად დეოლიგარქიზაციის კუთხით გადაიდგა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, პერსონალური მიდგომა დაინერგა, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, შესაბამისად კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს,“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. თავის მხრივ, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განმარტა, რომ ახალი გეგმა და გაფართოებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგია კონკრეტულ ნაბიჯებს გულისხმობს. ლაიენის განცხადებით, პირველ რიგში, ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრირება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. „დღეს არამხოლოდ წარვადგენთ გაფართოებასთან დაკავშირებულ ანგარიშს, რასაც ყოველწლიურად ვაკეთებთ, არამედ ძალიან მნიშვნელოვან პასუხს ვცემთ არსებულ საერთაშორისო ვითარებას და პირველ რიგში, ეს გაფართოების პოლიტიკას და პროცესის დაჩქარებას გულისხმობს. თქვენ ხედავთ, რა რეკომენდაციებს ვიძლევით, ეს, ასევე, იმის დემონსტრირებაა, რომ არსებობს პროგრესი ყველა ამ ქვეყანაში და წარსულში არასდროს გვინახავს ევროკავშირის წევრობა ასეთი მნიშვნელოვანი ასპექტი ყოფილიყო იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ევროკავშირის გარშემო მდებარეობენ. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა სხვა ასპექტებსაც, ეს არის სპეციალური ჩარჩო-შეთანხმება, რომელიც ბალკანეთის ქვეყნებისათვის შეიქმნა, რომელიც აბსოლუტურად თანამედროვე, ახლებური მიდგომაა ეკონომიკური და სოციალური პროგრესის გასაღრმავებლად ბალკანეთის ქვეყნებში, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ახალი შესაძლებლობის შექმნის კუთხითაც სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ინსტიტუციურ ნაწილზე ჩვენი საქმიანობისა, როცა ანგარიშებს განვიხილავთ, მაგრამ ახლა მოდით, რეალურ ინტეგრაციაზე გავაკეთოთ აქცენტი - რეალური ინტეგრაცია ამ შემთხვევაში იმას გულისხმობს, თუ როგორ უნდა დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკის, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნების ერთმანეთთან ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან ერთად. ეს არის რეალური სარგებელი ორივე მხარისათვის და ამან უნდა მოუტანოს სარგებელი წევრებს გაწევრიანებამდეც კი, ეს არის ასევე თხოვნა, რომელიც მოდის წევრი სახელმწიფოებისაგან და ეს იყო თავდაპირველად ჩვენი გეგმა, როცა 2021 წელს დავიწყეთ ამ ყველაფერზე მუშაობა და ახალი მეთოდოლოგია შევიმუშავეთ გაფართოებისათვის. გეგმა მიზნად ისახავს 4 კონკრეტულ ნაბიჯს, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრირება, რაც შეიძლება სწრაფად და რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს რეგულაციებს და კანონებს ეხება. ეს სარგებელს მოგვიტანს ორივე მხარეს და ამან სარგებელი უნდა მოუტანოს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება. როგორც აღვნიშნე, ჩვენი გეგმა იყო ეს ყველაფერი 2021 წელს, ჯერ კიდევ, როცა გაფართოების გეგმაზე და მეთოდოლოგიაზე დავიწყეთ მუშაობა“, - განაცხადა ვარჰეიმ.  რას მოიცავს 4 ასპექტი. „როგორც ვთქვი, აუცილებელია ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრირება დავაჩქაროთ, რათა მათ ყველა ვალდებულება აიღონ ჩვენი რეგულაციების შესაბამისად და შეგვიძლია მათ მივაწოდოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც მათ სჭირდებათ, ამან, ასევე, წვლილი უნდა შეიტანოს რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ მათ, ერთმანეთს ისე მოექცნენ, როგორც ჩვენ მოგვექცეოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტეგრაციის შემდეგ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სხვა პარტნიორებთან ანალოგიურად უნდა ითანამშრომლონ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორ ქვეყნებს დავეხმაროთ ინტეგრირების პროცესში, რადგან ინტეგრაცია რთულ კომპლექსურ რეფორმებს მოიცავს, რომელიც საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. სწორედ ამიტომ გვსურს, ჩავერთოთ მათთან ერთად აღნიშნულ პროცესში და დეტალური გეგმა შევიმუშაოთ ყოველწლიურად, რომელზე დაყრდნობითაც შევძლებთ ადგილზე პროგრესის დაჩქარებას, როცა საქმე რეფორმებს ეხება, ეს ასევე მოიცავს ფუნდამენტურ მიმართულებებს, როგორიცაა, კანონის უზენაესობა, დემოკრატია, რადგან სწორედ ეს არის მთავარი პირობები ამ პროცესისა. ჩვენ გვჯერა, რომ ამ გეგმაზე დაყრდნობით შევძლებთ გავაერთიანოთ რეგიონი და შევძლებთ იმას, რომ რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი საგრძნობლად გაიზრდება, ეს არის ის წინსვლა, რომელიც მათ სჭირდებათ და ასევე, წინსვლა, რომელიც ჩვენც გვჭირდება,“ - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ლაიენი: როგორ პოზიციონირებს ჩინეთი რუსეთთან, მომავალში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება

„ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობა ჩვენი მომავალი ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის განმსაზღვრელი ფაქტორია," ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისივე თქმით, „თუ როგორ პოზიციონირებს ჩინეთი რუსეთთან, მომავალში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება.“ „ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან განმსაზღვრელი ფაქტორია, ჩვენი სამომავლო ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მაშინ, როდესაც ზუსტად ევროკავშირის საზღვრებთან ორი ომი მძვინვარებს - უკრაინაში და ღაზაში, გაურკვეველი ეკონომიკური პერსპექტივით - ასეთ მშფოთვარე დროს, არსებობს სტრატეგიული სტაბილურობის ძლიერი საჭიროება თუ როგორ ვუდგებით ჩინეთს, ამისთვის კი გულწრფელები უნდა ვიყოთ, თუ როგორ ვითარდება ჩინეთი… ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ამას განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც მოჰყვება. ჩინეთი ამბობს, რომ გაეროს ქარტიას იცავს, მაგრამ რუსეთის აგრესიული ომისგან საკუთარი თავის დისტანცირებას არ ახდენს. როგორ ვპასუხობთ ამას? - მჯერა, რომ წინსვლის გზაა პეკინთან მუშაობა გავაგრძელოთ, რათა რუსეთისთვის მისთვის დახმარება იმდენად შეზღუდული დარჩეს, რამდენადაც შესაძლებელია. მკაფიო უნდა გავხადოთ, ის, თუ როგორ აპოზიციონირებს ჩინეთი საკუთარ თავს რუსეთთან, ეს სამომავლო წლებში ჩვენი ორმხრივ ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.  

პრემიერი ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს წერილით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს უგზავნის. როგორც წერილშია აღნიშნული, კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. „პირადად თქვენ და ევროკომისიას მინდა მოგახსენოთ უშუალოდ ჩემი და ჩემი მთავრობის უღრმესი მადლობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ბოლოდროინდელი რეკომენდაციისთვის. ეს უდავოდ იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძალიან ძლიერი პარტნიორობის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერის შედეგი. საქართველომ გრძელი გზა განვლო იმ ერთა ჯგუფში გასაწევრიანებლად, რომლებიც ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოებად მიიჩნევიან. ევროკავშირის და განსაკუთრებით ევროკომისიის ერთგული და ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, ჩემმა მთავრობამ გააგრძელა ქართველი ხალხის მოლოდინის ასრულება. შორსმიმავალი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უსაფრთხოების სფეროში ძლიერი პარტნიორობა, გაძლიერებული სავაჭრო ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გაფართოებული თანამშრომლობა არის ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან ჩვენი მუდმივად მზარდი პარტნიორობის ყველაზე ნათელი მაგალითი. გვახარებს, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ 2023 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით აღიარებულია საქართველოს მთავრობის დაუღალავი ძალისხმევა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ევროკავშირის წესებთან და სტანდარტებთან პროგრესული შესაბამისობის მიმართებით. უდავოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ჩემს მთავრობას მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება. გიდასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ევროკომისიასთან და გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის. საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის - ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილებით. გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე დააყენებს ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის. ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში. კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან. თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ოცნების რეალობად ქცევისთვის და ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის იმედით, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“,- ნათქვამია წერილში. ირაკლი ღარიბაშვილი წერილს ასევე უგზავნის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას დამატებით იმპულსს მისცემს. „საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის, ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა მასზედ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს შეუქცევად გზაზე დააყენებს გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ და საბოლოო ჯამში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ. ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში. კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით, მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან,“ - წერს ღარიბაშვილი მიშელს.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს: თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ გვსურს, ევროკავშირს შემოუერთდეთ

„გილოცავთ, გააგრძელეთ კარგი მუშაობა,“ - მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართული პრესკონფერენციიდან საქართველოს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა გზავნილი აქვს საქართველოსთან და რას ურჩევდა ქვეყანას, რომელმაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. „თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ გვსურს, ევროკავშირს შემოუერთდეთ და მოდით, ერთად ვიმუშაოთ,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის  

უკრაინისთვის დახმარების შემდგომი დაბლოკვის შემთხვევაში ევროკომისიას „სათადარიგო გეგმა“ აქვს

ევროკომისია გააგრძელებს მუშაობას უკრაინის პროგრამის ვარიანტებზე იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთის ვეტო შენარჩუნდება. ბლოკის ყველა სახელმწიფოს, უნგრეთის გარდა, აქვს ვალდებულება, რომ ამისთვის თანხები გამოიმუშაოს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს ბოლო სამიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საიმისოდ, რომ 27 წევრი სახელმწიფოს მხრიდან იყოს შეთანხმება, მაგრამ თუ ერთსულოვნებას ვერ შეძლებენ, მაშინ უნდა არსებობდეს სამუშაო გამოსავალი და ალტერნატივები, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს.  „უკრაინას სჭირდება თანმიმდევრული, პროგნოზირებადი და საიმედო დაფინანსება. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოსა და ინვესტორებისთვის," - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტო დაადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს 2024 წლის დასაწყისში ისევ განიხილავენ.  

ევროკავშირმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოს - ლაიენი

რუსეთის ბოლოდროინდელი სასტიკი საჰაერო თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მხოლოდ ხაზს უსვამს აუცილებლობას, ევროკავშირი დათანხმდეს მექანიზმს, რათა გააგრძელოს უკრაინის მდგრადი ფინანსური მხარდაჭერა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკომისია ბელგიის პრეზიდენტობის პერიოდში იმუშავებს პრიორიტეტებზე, მათ შორის, უკრაინის მხარდაჭერაზე. ლაიენის თქმით, ევროკომისია ევროპულ საბჭოს წარუდგენს ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროკავშირის ლიდერებს საშუალებას მისცემს, შეთანხმდნენ უკრაინის მექანიზმზე.   „შემდეგ ბელგიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისას ექნება მთავარი ამოცანა, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ეს პოლიტიკური შეთანხმება საბჭოში და ევროპარლამენტში სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით,“ აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.   როგორც ცნობილია, ევროპულმა საბჭომ 2023 წლის 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ამავდროულად, ევროპელი ლიდერები ვერ შეთანხმდნენ ევროკავშირის 2024-2027 წლების მრავალწლიან ბიუჯეტში ცვლილებებზე, რომლებიც, კერძოდ, ითვალისწინებდა 50 მილიარდი ევროს დახმარების მექანიზმის შექმნას უკრაინისთვის. ამ დოკუმენტზე გადაწყვეტილება უნგრეთმა დაბლოკა. 2024 წლის პირველ თებერვალს ბრიუსელში გაიმართება ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა, სადაც ბიუჯეტისა და უკრაინის ფინანსური დახმარების გაგრძელების საკითხები განიხილება.

ევროკომისიის პრეზიდენტი 30+ წევრიანი ევროკავშირისთვის გეგმებს ამზადებს - Politico

ევროკავშირის ოფიციალური პირები ამზადებენ ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადონ  ევროკავშირის გაფართოებისთვის ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება ამზადებს გეგმას ბლოკის შიგნით რეფორმების შესახებ, რადგან ევროკავშირი ემზადება უფრო მეტი წევრი ქვეყნის მისაღებად, როგორიცაა, უკრაინა. შესაბამის ინფორმაციას Politico ავრელებს. „ჩვენ ასევე ვმუშაობთ საკუთარ რეფორმებზე, რათა მოვემზადოთ 30-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს გაერთიანებისთვის,"- განაცხადა ლაიენმა ევროპარლამენტში. „ამ პალატამ უკვე წარადგინა თამამი იდეები ჩვენი ხელშეკრულებების რეფორმისთვის. მომავალ თვეში, კომისია გამოაქვეყნებს ჩვენს იდეებს ევროპარლამენტისა და საბჭოსათვის გაგზავნილ კომუნიკაციაში (უწოდებენ გეგმას - არ არის სავალდებულო საკანონმდებლო წინადადება), ბელგიის პრეზიდენტობის მიერ ორგანიზებული ლიდერების დისკუსიის წინ,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ევროკავშირმა 14 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.  

ადმინისტრაცია: პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისათვის

ადმინისტრაციის განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს პირადად გადაუხადა მადლობა ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული მკაფიო განცხადებისათვის. ადმინისტრაციის ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი ხვალ სიტყვით გამოვა პანელზე - „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი.“ რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის  

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის ხელახლა დაკავებას გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აპირებს, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას კიდევ ხუთი წლით უხელმძღვანელოს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეს განცხადება ბერლინში, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის შეხვედრაზე გააკეთა. ფონ დერ ლაიენის ნომინაციას მარტის დასაწყისში, მისი პოლიტიკური ოჯახის, „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ყოველწლიურ ყრილობაზე დაადასტურებენ. „ევროპის სახალხო პარტიამ“ შიდა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად 21 თებერვალი დანიშნა. კომისიის პრეზიდენტი ინიშნება ევროკავშირის ლიდერების შეხედულებისამებრ, ევროპული არჩევნების შედეგების გათვალისწინების შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ პარტია, რომელიც ლიდერობს, სარგებლობს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის დაუწერელი პრივილეგიით. ხელშეკრულებების თანახმად, კომისიის პრეზიდენტი ინიშნება ევროპულ საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობით. ამის შემდეგ, საბჭოს წინადადება გადადის პარლამენტში, სადაც დასამტკიცებლად აბსოლუტური უმრავლესობაა საჭირო. ლაიენი 2019 წლის 16 ივლისს დაინიშნა ევროკომისიის პრეზიდენტად. ის პირველი ქალი პრეზიდენტია ევროკომისიის ისტორიაში.  

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო მზად სავარაუდოდ, ზაფხულში იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო მზად სავარაუდოდ ზაფხულში იქნება. უფრო კონკრეტულად კი, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, რომელიც ივნისის დასაწყისშია. „შესანიშნავ პროგრესს ვაღწევთ სკრინინგის პროცესში. ეს ძალიან კარგია და ჩვენ ვმუშაობთ მოლაპარაკებების ჩარჩოზე. ჩემი საუკეთესო ვარაუდით, ის მზად იქნება არა ევროპის არჩევნებამდე, არამედ, მის შემდეგ, რადგან მე ვხედავ, რომ პოზიციების შემუშავებას დრო დასჭირდება... მაგრამ ვფიქრობ, რომ სადღაც ზაფხულში, ზაფხულის დასაწყისში, ჩვენ მზად ვიქნებით,“ - განაცხადა ლაიენმა. არსებობდა ვარაუდი, რომ მოლაპარაკებების ჩარჩო უფრო ადრე იქნებოდა მზად და მთავრობათაშორის კონფერენციაზე, მარტის სამიტის შემდეგ, დამტკიცდებოდა. ევროკომისიამ პროექტზე მუშაობა იანვარში დაიწყო. ევროკავშირის მარტის სამიტზე, სავარაუდოდ, შეფასდება უკრაინის ბოლო ნაბიჯები გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.  ევროკომისიამ იანვარში დაიწყო უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტზე მუშაობა - დოკუმენტზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების პრინციპებსა და პროცედურებს განსაზღვრავს.  

ლაიენი კიევშია

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავის და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად კიევში ვიმყოფები. ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ. ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. იქამდე, სანამ ქვეყანა სრულიად თავისუფალი არ გახდება,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის. „უკვე დავიწყეთ [უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის] სკრინინგის პროცესი. იქ ძალიან ბევრი სამუშაოა, გრაფიკია. მოგიწოდებთ, ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულოთ. ჩვენი მხრიდან - ჩვენ, ევროკომისია, მარტის შუა რიცხვებში მოგაწვდით მოლაპარაკებებისთვის ზოგად ჩარჩოს,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, 21 თებერვალს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინასთან მოლაპარაკებების ჩარჩო ივნისამდე არ იქნებოდა მზად, როდესაც ევროპარლამენტის არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი.  

უკრაინა ევროკავშირში იქნება, პუტინი ჰააგაში, სასამართლოს წინაშე წარსდგება - ევროკომისიის პრეზიდენტი

უკრაინა თავის ადგილს დაიკავებს ევროკავშირის ცენტრში, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, გაანადგუროს მისი ევროპული ოცნება, ხოლო ვლადიმერ პუტინი სასამართლოს წინაშე, ჰააგაში წარსდგება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს, ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე განაცხადა. „მე ვიყავი ბუჩაში მისი გათავისუფლების შემდეგ. არასოდეს დამავიწყდება ცხედრების ტომრები: უდანაშაულო მოქალაქეები, ახალგაზრდა ქალები, მოხუცები, პუტინის მიერ მოკლული ჯარისკაცების. მათი ცრემლები, მათი შიშები, მათი აგონია. და როგორც დედას და ბებიას, გული მიკვდება ამ ისტორიების მოსმენაზე," - აღნიშნა ლაიენმა. მისი თქმით, პუტინს „ომის დანაშაულებში ედება ბრალი და ის საასმართლოს წინაშე აღმოჩნდება.“ ფონ დერ ლაიენის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით დადგება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება, მეტი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით. ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა. „ევროპის სახალხო პარტიამ“ დღეს გამართულ პარტიის ყრილობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას 400 ხმით 89-ის წინააღმდეგ მხარი ოფიციალურად დაუჭირა. ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებას რიგით მეორე, ხუთწლიანი ვადით შეეცდება.  

ევროკომისია ბოსნიასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას გასცემს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ეს აღმასრულებელი შტო გამოვა რეკომენდაციით, წევრმა ქვეყნებმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაიწყონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება. „ცხადია, ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად მეტი პროგრესია საჭირო," - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას. „მაგრამ ეს ქვეყანა აჩვენებს, რომ შეუძლია, დააკმაყოფილოს წევრობის კრიტერიუმი და მისი მოქალაქეების მისწრაფება გახდნენ ჩვენი ოჯახის ნაწილი. ამიტომ, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას რომ საბჭოს მივმართოთ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციით," - დაამატა ფონ დერ ლაიენმა. კომისიის რეკომენდაცია და პროგრესის შესახებ გასული წლის დეკემბერში მიღებული ანგარიში გახდება საფუძველი 21-22 მარტს დანიშნულ სამიტზე იმ გადაწყვეტილების მისაღებად, დაიწყოს თუ არა ბოსნიასთან გაწევრიანების მოლაპარაკება. ბოსნიას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2022 წლის დეკემბერში მიენიჭა. ერთი წლის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა მზაობა გამოხატეს სარაევოსთან გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად, როცა დასავლეთ ბალკანეთის ეს სახელმწიფო ყველა პირობას შეასრულებს. კომისიას ასევე სთხოვეს, შეედგინა პროგრესის შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზეც მარტში ამ საკითხს განიხილავენ. ანგარიში 12 მარტს, მოგვიანებით გამოქვეყნდება. ბოსნია ევროკავშირის წევრობის ცხრა კანდიდატ ქვეყანას ( საქართველოსთან, უკრაინასთან, ალბანეთთან, მოლდოვასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სერბიასთან, თურქეთთან ერთად) შორის ერთ-ერთია.  

ლაიენი: თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ევროკომისიის მუშაობის შედეგები თვალსაჩინოა. „თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინენტზე. ისტორია მოგვიწოდებს. ვიცი, რამდენად დაძაბული წელი იყო ყველა თქვენგანისთვის. დღედაღამ მუშაობდით ჩვენს მეზობლებთან დასაახლოებლად. უკრაინელების ყველაზე საბაზისო მოთხოვნილებებზე იზრუნეთ. რუსეთის ომის შედეგებს უმკლავდებოდით მთელი რეგიონის მასშტაბით, ჩრდილოეთ აფრიკიდან მთიან ყარაბაღამდე… და მხარს უჭერდით კანდიდატ ქვეყნებს მათ ევროკავშირის მისწრაფებებში. თქვენი მუშაობის შედეგები თვალსაჩინოა. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეთ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, შემდგომ უკრაინასთან და მოლდოვასთან. და იმავეს გავაკეთებთ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.  

ლაიენი: გავაგრძელებთ ინვესტირებას სომხეთის განახლებადი ენერგიის წარმოებასა და საქართველოსთან უკეთეს ურთიერთკავშირებში

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი სომხეთს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 270 მილიონ ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში. აშშ-მ და ევროკავშირმა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს “მოხარული ვარ სომხეთის მხარდასაჭერად შეხვედრას ვუმასპინძლო. პირობას ვასრულებთ, რომელიც გასულ ოქტომბერს დავდეთ. პირობა, რომ მხარში დავუდგეთ სომხეთს და ამავდროულად, პირობა, რომ ჩვენი პარტნიორობის მომავლისთვის ხედვა დავსახოთ და დღეს ამაზე ვისაუბრებთ. ეს ხედვა ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება სომხეთისთვის გამძლეობისა და ზრდის გეგმით. 270 მილიონი ევრო გრანტებით შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ინვესტირებას გავაკეთებთ, რომ სომხეთის ეკონომიკა და საზოგადოება უფრო ძლიერი და შოკებისადმი უფრო გამძლე გავხადოთ. მხარს დავუჭერთ თქვენს ბიზნესებს, თქვენს ტალანტებს, განსაკუთრებით, თქვენს მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა მათ დაეხმაროთ ზრდაში, ინოვაციებსა და ახალი ბაზრებისადმი წვდომაში. ინვესტირებას მოვახდენთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მაგალითად, შავი ზღვის ელექტრო კაბელში, რომელიც შესაძლებლობებით სავსე ტრანსმისიის გზაა. მას განსაკუთრებით შეუძლია სუფთა, განახლებადი ენერგიის ევროპაში მიტანა. მზად ვართ, მას მხარი დავუჭიროთ. პარალელურად, გავაგრძელებთ ინვესტირებას სომხეთის განახლებადი ენერგიის წარმოებასა და საქართველოსთან უკეთეს ურთიერთკავშირებში. ჩვენ ასევე ვიკვლევთ ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტს, თუ/როცა ამის საშუალება იქნება. ამ კონტექსტში მივესალმები სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივას,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ის მიესალმება სომხეთის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანამ „არსებული გამოწვევების მიუხედავად“ განახორციელა. „ასევე მივესალმები იმ ზომებს, რომლებიც სომხეთმა რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად მიიღო. განსაკუთრებით, რათა უზრუნველეყო, რომ ლეტალური აღჭურვილობა და ტექნოლოგიები რუსეთის სამხედროების ხელში არ აღმოჩნდება. ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. სომხეთი დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით - ფაშინიანი თბილისში

ლაიენი: უკრაინა მსოფლიოს ყველა თავისუფალი ქვეყნის მხარდაჭერას იმსახურებს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცოს, რომელიც რამდენიმე თვეა, დაბლოკილია. ლაიენის თქმით, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების გაწევის შემდგომი დაგვიანება „დააზარალებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად ატლანტიკურ ალიანსს.“ „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა Redaktionsnetzwerk Deutschland-თან (RND) ინტერვიუში. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს „მსოფლიოს ყველა თავისუფალი ქვეყნის“ მხარდაჭერას და ევროკავშირმა ამ საკითხში ერთიანობა უნდა გამოავლინოს. „ავტოკრატიები მთელს მსოფლიოში ყურადღებით აკვირდებიან. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ სწორი გზავნილი, მათ შორის სხვა ტერიტორიებზე სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად,” - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.